ქუთაისის მუნიციპალიტეტში გარეგანათების მომსახურება გაძვირდა - ამის შესახებ კვლევას ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს. კვლევაში ნათქვამია, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ერთ-ერთი იურიდიული პირი კი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ბოლოს დააფუძნა ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისია”. მისი შექმნის საფუძვლად მერიამ ფულადი სახსრების ეკონომია დაასახელა, თუმცა, გარეგანათების ქსელისა და შუქნიშნების მოვლა/ექსპლოატაცია მერიას დღეს მეტი უჯდება, ვიდრე გასულ წლებში. "ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” 2018...
გორის მუნიციპალიტეტში 28 სოფელი გაზიფიცირების მიღმა აღმოჩნდა. რადიო "მოზაიკა" ავრცელებს სოფლების ჩამონათვალს, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა: დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი, კვარხეთი ( იგეგმება 2021 წელს), ველები, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ზედა ქსოვრისი, ბიისი, იფნარა, თხილნარა, ორმოცი, ქვ.ბოშური, ზემო ბოშური, ყველაანთ უბანი, გაგლოაანთ უბანი, ტუსრები, გაიჩაანთ უბანი, ლევიტანა,  იაილები, საყავრე, ფიცესი, წითელწყარო, ლული, ნადარბაზი, ზემო ახალსოფელი, ფელი, დიდთავი, გულხანდისი. გორის მერიის ინფორმაციით, 2012 წლიდან 1 ნოემბრიდან დღემდე გაზიფიცირებამ...
გორში, მე -8 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიხედვით იგეგმება მოწესრიგდება  სკოლის ეზო, საპირფარეშოები, შიდა სპორტული დარბაზები, ასევე გაკეთდება ახალი სპორტული მოედანი. აღნიშნული სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოცხადდა. სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 119 665 ლარი გაითვალისწინა, თუმცა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ალონისი" სამუშაოებს 118 460 ლარად შეასრულებს.
წინა სტატია შემდეგი სტატია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, თუ საბურთალოს რაიონში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატებს დაუყენებენ, არ არის გამორიცხული საკუთარი კანდიდატი „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დააყენოს. ამის შესახებ მან, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდებაა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც საბურთალოს რაიონში აპირებენ კენჭისყრას, საკუთარი პოზიციების მაქსიმალური კოორდინირება მოახდინონ. „ჩვენ როდესაც თბილისში 8 ოლქიდან 6...
გორის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში სასმელ წყლის სისტემა არ არსებობს, ორ სოფელში კი სარწყავი წყლის პრობლემაა. ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან აცნობეს. ოფიციალური ინფორმაციით, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2016 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტის 50-მდე სოფელში რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემა. 15- მე სოფელში კი სარწყავი სისტემა მოწესრიგდა. გორის მერიის ინფორმაციით, დარჩენილ სოფლებში წყლის საკითხი წლის ბოლომდე გადაიჭრება.
ზუგდიდში. ე.წ. კომბინატის ტერიტორიაზე, ჯანაშიას ქუჩაზე მდებარე ობიექტის მიმდებარედ ადგილობრივები შეიკრიბნენ და ცემენტის ქარხნის შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს. მათ უკვე შეადგინეს პეტიციის ტექსტი, რომლითაც პრემიერმინისტრს, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს, ზუგდიდის მერსა და კომპანია "კოლხეთი ცემენტის" დირექტორს მიმართავენ. მათი თქმით, სწორედ ეს კომპანია აწარმოებს მშენებლობას. აღნიშნული მშენებლობის საწინააღმდეგოდ ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. კომბინატში მცხოვრებლები ამბობენ, რომ დასახლებული პუნქტის მახლობლად...
"ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები შუა ზოლში ივლიან, ზოგადად, ამ პროექტმა 500 მლნ ლარის დაზოგვის შესაძლებლობა მოგვცა", -  ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც წილოსანი აცხადებს, ჭავაჭავაძის გამზირის არცერთ მონაკვეთზე ავტობუსები მოძრაობისას არ შეფერხდებიან. „შუაში იმიტომ არის საავტობუსე ზოლები, რომ ჭავჭავაძის გამზირზე არის ბევრი კვეთები, რაც იწვევდა ავტობუსების მოძრაობის სიჩქარის 30%-ით...
30 ივლისს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ120 მონაკვეთზე ინდივიდუალური დაპროექტების საგზაო ნიშნების განთავსებისთვის საჭიროა 21,6 მ. სიგრძის ლითონის კონსტრუქციის მონტაჟი, რისთვისაც საჭიროა მაღალი ტვირთამწეობის ორი ამწე მექანიზმის ერთდროული მუშაობა, რაც სრულად დაიკავებს სავალი ნაწილის მარჯვენა (დასავლეთის) მიმართულებას. აღნიშნული სამუშაოების წარმოების მიზნით, 2020 წლის 30 ივლისის 00:00...
წინა სტატია შემდეგი სტატაია საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას” გამარჯვებამდე რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დაყენების ტაქტიკა მიიყვანს, რადგან დანარჩენი გზა მისივე შეფასებით, მანდატების განაწილებაში ვაჭრობაა. როგორ გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამარჯვებისთვის რეგიონებში საკუთარი კანდიდატების დაყენება აუცილებელია. მისივე თქმით, პარტიის მხრიდან ეს პრინციპი არ შეიცვლება. „ცალკეული გამონაკლისები თუ იქნება და დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, შეიძლება კონსულტაციები, მაგრამ...
წინა სტატია შემდეგი სტატია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, სამწუხაროდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რეგიონების ყველა ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი დააყენოს. კაპანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ აქვს დრო წამოვიდეს იმ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მათ ერთობლივ კანდიდატებს პირველ ტურში გამარჯვების უფრო მაღალი შანსები ექნებათ. „სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეგიონების ყველა ოლქში დააყენოს მაჟორიტარობის კანდიდატები. ჩვენ მათთან გვქონდა კონსულტაციები და...
თბილისი-რუსთავის მიმართულებით მუნიციპალურმა ავტობუსებმა მოძრაობა შესაძლოა წლის ბოლოდან დაიწყოს. ამის შესახებ თბილისის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განუცხადა. როგორც წილოსანმა აღნიშნა, ავტობუსებთან ერთად იმოძრავებს მიკროავტობუსებიც. „იცით, რომ გაზრდილია მგზავრთა ნაკადი, შესაბამისად, ავტობუსები გაზრდილი ნაკადების გამო ემატება. შემდგომი ნაბიჯები როგორი იქნება, ეს განპირობებული იქნება იმის მიხედვით, როგორ მოხდება ქსელის გაფართოება. ამ ეტაპისთვის რჩებიან მიკროავტობუსებიც. ველოდებით 12-მეტრიან ავტობუსს 126...
წინა სტატია შემდეგი სტატია "ევროპულმა საქართველომ" "ნაციონალურ მოძრაობას" რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის 2 მოდელი შესთავაზა. პარტიაში აცხადებენ, რომ თუ ენმ უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდებიან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განმარტა, რას გულისხმობს მათი შეთავაზება: "პირველი, ფართო ვარიანტის მიხედვით ნაციონალური მოძრაობა აყენებს კანდიდატურას, რომელსაც ყველა სხვა, თბილისის შეთანხმების პარტია უჭერს მხარს ყველა დიდ ქალაქში ესენია: თელავი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი,...
წინა სტატია კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი მალე წინა საარჩევნო კამპანიას დაიწყებს და სახელმწიფო რწმუნებულის პოსტი ვაკანტური გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ქადაგიშვილს რწმუნებულის პოსტზე ახმეტისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული შეცვლის. ინფორმაციას საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ტელეკომპანია გურჯაანი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დეპუტატმა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ დაადასტურა. 20 ივლისს ირაკლი ქადაგიშვილი სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარობის კანდიდატად...
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ „თანამდებობას“ 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა მიმდინარე წლის 16 იანვარს ის გაათავისუფლეს და 20 იანვრიდან ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა. სერგეი შამბა 1951 წლის 15 მარტს გუდაუთაში დაიბადა. 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის...
რუსთავის ქუჩებში ტრენაჟორები მოეწყობა. სავარჯიშო კონსტრუქციების დასამონტაჟებლად ქალაქის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ტრენაჟორები 16 ლოკაციაზე მოეწყობა. იხილეთ იმ ქუჩების ჩამონათვალი სადაც ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ: მესხიშვილის მესამე გასას. N6, 21 მკრ N10 , 16 მკრ, მე-19 მკრ N14 კორპუსის წინ, მე-17 მკრ N10 კორპუსის წინ, მეგობრობის N30 , თოდრიის მეორე ჩიხის N4 და თოდრიის პირველი ჩიხის N7-ის შორის, ფალიაშვილის N3ა,...
წყლის პრობლემაზე საუბრობენ დაბა ხულოში, სოციალურ სახლში მცხოვრებლები. მათი თქმით, 70-მდე ოჯახი ზაფხულის განმავლობაში უწყლოდაა და სასმელ წყალს შორიდან ეზიდებიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. მოსახლეობა უწყლობას დებეტის ნაკლებობას უკავშირებს და მერიას ალტერნატიული გზების მოძიებას სთხოვს. ხულოს მერთან შეხვედრაც გაიმართა. ვახტანგ ბერიძის განცხადებით, მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და პრობლემის მოგვარების გზები სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გამოიძებნა. ვახტანგ ბერიძე ირწმუნება, რომ საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ