გორში მე-8 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო

353

გორში, მე -8 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის მიხედვით იგეგმება მოწესრიგდება  სკოლის ეზო, საპირფარეშოები, შიდა სპორტული დარბაზები, ასევე გაკეთდება ახალი სპორტული მოედანი.

აღნიშნული სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის, ტენდერი მიმდინარე წლის 3 ივლისს გამოცხადდა.

სამუშაოებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 119 665 ლარი გაითვალისწინა, თუმცა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ალონისი” სამუშაოებს 118 460 ლარად შეასრულებს.