გორის მუნიციპალიტეტის 9 სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი

516

გორის მუნიციპალიტეტის 9 სოფელში სასმელ წყლის სისტემა არ არსებობს, ორ სოფელში კი სარწყავი წყლის პრობლემაა. ამის შესახებ რადიო “მოზაიკას” გორის მერიიდან აცნობეს.

ოფიციალური ინფორმაციით, სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრის მიზნით, 2016 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, გორის მუნიციპალიტეტის 50-მდე სოფელში რეაბილიტირდა სასმელი წყლის სისტემა. 15- მე სოფელში კი სარწყავი სისტემა მოწესრიგდა.

გორის მერიის ინფორმაციით, დარჩენილ სოფლებში წყლის საკითხი წლის ბოლომდე გადაიჭრება.