რუსთავის ქუჩებში ტრენაჟორები მოეწყობა. სავარჯიშო კონსტრუქციების დასამონტაჟებლად ქალაქის მერიამ ორი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ტრენაჟორები 16 ლოკაციაზე მოეწყობა.
იხილეთ იმ ქუჩების ჩამონათვალი სადაც ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ: მესხიშვილის მესამე გასას. N6, 21 მკრ N10 , 16 მკრ, მე-19 მკრ N14 კორპუსის წინ, მე-17 მკრ N10 კორპუსის წინ, მეგობრობის N30 , თოდრიის მეორე ჩიხის N4 და თოდრიის პირველი ჩიხის N7-ის შორის, ფალიაშვილის N3ა, ქიმიკოსთა სახლის, ბალანჩივაძის N10ა , ნიკოლაძის N5-7, მშენებელთა N50 (ვენ.დისპანსერთან), გრანელის N2, მე-12 მკრ N36-37 მ, მე-11 მკრ N2, მე-12 მკრ N20-21.
ორივე ტენდერისთვის საერთო ჯამში 309 616 ლარი გამოყოფილი. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ტრენაჟორები ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოც) კალენდარულ დღეში დაამონტაჟოს ზემოთ ჩამოთვლილ ლოკაციებზე.