ხულოში სოციალური სახლის მცხოვრებლები წყლის გარეშე არიან

559

წყლის პრობლემაზე საუბრობენ დაბა ხულოში, სოციალურ სახლში მცხოვრებლები. მათი თქმით, 70-მდე ოჯახი ზაფხულის განმავლობაში უწყლოდაა და სასმელ წყალს შორიდან ეზიდებიან. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

მოსახლეობა უწყლობას დებეტის ნაკლებობას უკავშირებს და მერიას ალტერნატიული გზების მოძიებას სთხოვს.

ხულოს მერთან შეხვედრაც გაიმართა. ვახტანგ ბერიძის განცხადებით, მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და პრობლემის მოგვარების გზები სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გამოიძებნა.

ვახტანგ ბერიძე ირწმუნება, რომ საკითხი დღის ბოლომდე მოგვარდება.