გორის მუნიციპალიტეტში 28 სოფელი გაზიფიცირების მიღმა აღმოჩნდა.
რადიო “მოზაიკა” ავრცელებს სოფლების ჩამონათვალს, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა:
დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი, კვარხეთი ( იგეგმება 2021 წელს), ველები, წედისი, ბნავისი, ოლოზი, ღვარები, ზედა ქსოვრისი, ბიისი, იფნარა, თხილნარა, ორმოცი, ქვ.ბოშური, ზემო ბოშური, ყველაანთ უბანი, გაგლოაანთ უბანი, ტუსრები, გაიჩაანთ უბანი, ლევიტანა, იაილები, საყავრე, ფიცესი, წითელწყარო, ლული, ნადარბაზი, ზემო ახალსოფელი, ფელი, დიდთავი, გულხანდისი.
გორის მერიის ინფორმაციით, 2012 წლიდან 1 ნოემბრიდან დღემდე გაზიფიცირებამ 84 სოფელი მოიცვა. მათ შორის 2 -ში, კოშკებსა და რიეთში ბუნებრივი აირი ქსელში გასაშვებია.
რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, გორის მერიის ამჟამინდელი ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს, კვარხეთის გაზიფიცირება იგეგმება.