გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინიციატივით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქართული ხორბლის დაცვის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა (2021-2025 წწ) განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამოქმედო გეგმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ გენბანკებში, კვლევით დაწესებულებებსა და ფერმერულ მეურნეობებში დაცული ქართული ხორბლის გენეტიკური რესურსების შესახებ გეოსაინფორმაციო ბაზის შექმნას, ქართული ხორბლის ადგილობრივი ჯიშების მოვლა-მოყვანის, გამოყენების, ტრადიციული...
წინა სტატია
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ექვსი თვის გეგმა სანახევროდ შესრულდა.
ბიუჯეტის შემოსულობები, ნაცვლად 8 341, 4 ათასი ლარისა, 4 897,4 ათასი ლარით შესრულდა, გადასახდელები 11 885,2 ათასი ლარის ნაცვლად 5 684,1 ათასი ლარით დაფინანსდა. ამის შესახებ სიუჟეტს ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს, რომ „შემოსულობების გეგმის შეუსრულებლობა კორონავირუსით გამოწვეულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება. რაც შეეხება ხარჯებს, მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა სახელმწიფო...
საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო, - ამის შესახებ ინფორმაციას საბურთალოს რაიონის გამგეობა ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი, გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
“ჰომერის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო, მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება...
ტინისხიდში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 739 589 ლარია.
გორის მერიის ინფორმაციით, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ოქტომბერში უნდა დასრულდეს.
„პროექტის მიხედვით, მოეწყობა წყალსადენის ახალი სისტემა და თითოეულ ოჯახს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი. სამუშაოების დასრულების შემდეგ ტინისხიდელებს სასმელი წყლის პრობლემა აღარ შეაწუხებთ. სოფელში მცხოვრებ 600-მდე ოჯახს ინდივიდუალური ონკანი 40 წელზე მეტია არ ქონია.
მათ შორის 170-მდე ოჯახი 10 წელია საუბნო ონკანებით სარგებლობს,...
გორის მუნიციპალიტეტის მერია 1100 ლიტრიან ნაგვის კონტეინერს შეიძენს.
შესაბისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ადგილობრივ ხელისუფლებას კონტეინერის შესაძენად 199650 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, კონტეინერი უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ნაგავმზიდ სპეც - ავტომანქანებთან თავსებადი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონტეინერის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში.
სტატიის გაგრძელება
„გამოითქვა ასეთი აზრიც“, - ასე უპასუხა ნუგზარ წიკლაურმა „ქრონიკის“ შეკითხვას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა გიორგი ვაშაძეს ისნის ოლქში კანდიდატურა დაუყენოს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
"გიორგი ვაშაძემ დაუშვა მძიმე პოლიტიკური შეცდომები როცა ჯერ განაცხადა სრულიად უადგილო პრეტენზია პრემიერობაზე, შემდეგ გაერთიანებული ოპოზიცია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა არ დაინახა ეს მძიმე პოლიტიკური შეცდომები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ამომრჩევლის დამოკიდებულება ვაშაძის მიმართ იქნება ისეთი,...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს (შემდეგში ფოთის საკრებულო) საქმიანობა შეაფასა.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.
კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს.
ძირითადი მიგნებები
ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულო უმეტეს შემთხვევაში...
ფოთის საკრებულო 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით, დეპუტატებმა სულ 373-ჯერ გააცდინეს. მათ შორის 341-ჯერ არასაპატიო მიზეზით. ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.
საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი, 42 სხდომა არასაპატიო მიზეზით ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, აპოლონ ბჟალავამ და ფრაქცია "კოლხეთის" თავმჯდომარემ, მაია ჩხარტიშვილმა გააცდინეს. მარიამ ჩხარტიშვილმა ჯამში 43-ჯერ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში იყო ეს გაცდენა საპატიო.
რაც შეეხებათ დანარჩენ...
სოციალური პროგრამების ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ივლისის თვეში 123 908 ლარის დაფინანსება გასცა.
ბორჯომის მერიის ცნობით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება გაუწია 383-მდე ბენეფიციარს.
„110 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო74 406 ლარი. მედიკამენტების შესაძენად 80 ბენეფიციარი 16 802 ლარით დაფინანსდა. სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა,დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა და ა.შ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი...
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქში არსებულ მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე 120 000 ლარად ყიდის.
კერძოდ, საქმე ეხება ჭონქაძის ქუჩაზე არსებულ 3 654 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
"აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება" , - ირკვევა აუქციონის პირობებიდან.
აუქციონი მიმდინარეა და შესაძლოა მოთხოვნიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ფასი გაიზარდოს. ვაჭრობის ბიჯი 12 000 ლარია.
გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში დასასვენებელი ტერიტორიების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში სოფელ: აძვში, დიდი გარეჯვარში, ერგნეთში, ჯარიაშენში, ქერეში, ქვეშსა და მეჯუდისპირში სკვერი მოეწყობა.
ადგილობრივ ხელისუფლებას ამისთვის 85`878 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.
ახალციხეში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე, საკანალიზაციო ქსელის მოწყობის დროს მუშებმა დიდი ზომის გათლილი ქვა ნახეს. სავარაუდოდ, იგი ქალაქის ძველი წყალგაყვანილობის ნარჩენია. ადგილზე სპეციალისტებს ელოდებიან. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
საკანალიზაციო ქსელს ამაღლების სახელობის ტაძრის უკან, სვიმონ კანანელის ქუჩაზე „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აწყობს. სამუშაოებისას კი დაახლოებით ორი მეტრის სიღრმეზე გათლილი ქვა ნახეს, რომელსაც ავაზნის ფორმა აქვს.
ადგილობრივი ისტორიკოსების დაკვირვებით, იგი მე-19 საუკუნეში, ქალაქში...
თელავში, ნაგვის ურნებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დღეს, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ნარჩენებს ცეცხლი დაუდგენელმა პირმა წაუკიდა. გარემოს დაცვის ექსპერტის კახა სუხიტაშვილის თქმით, ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის საზიანოა.
“ურნები იმიტომ არ არის, რომ შიგნით ნარჩენი დაიწვას. ის მხოლოდ გამოტანილი ნარჩენის დროებითი სათავსოა. მსგავსი ქმედება ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა, მეორეა ეკონომიკური ზიანი, რადგან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ სპექტრი წერს.
პროექტის ფარგლებში შენობაში დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახურავს და მოეწყობა კიბის ახალი მოაჯირი. სამუშაოებს ამხანაგობა "გზამშენი 2019" ასრულებს, რაზეც 140 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროსითვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ ჩალაუბნის და ქალაქ გურჯაანის მეორე საჯარო სკოლებშიც. მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის ექვს სკოლაში: ქალაქ...
აჭარის უმაღლესი საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ელგუჯა ბაგრატიონის სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
როგორც ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, მას ბრალად ედება ბიძინა ივანიშვილის ქონების დაზიანება, კერძოდ, შეკვეთილში საცხოვრებელ სახლთან განთავსებული ვიდეო-თვალის.
ელგუჯა ბაგრატიონის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-ჩანაწერები და მტკიცებულებები, რისი გამოყენების შესაძლებლობა სასამართლოში არ ეძლევა, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
„გასულ წლის 20 ივნისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან...
ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ნინოშვილის N7-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკველი და კედლები კაპიტალურად გამაგრდა.
დასრულებული სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა. გამგეობის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 37,00 ლარი დაიხარჯა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































