გორის მუნიციპალიტეტის მერია 1100 ლიტრიან ნაგვის კონტეინერს შეიძენს.
შესაბისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ადგილობრივ ხელისუფლებას კონტეინერის შესაძენად 199650 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, კონტეინერი უნდა იყოს გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში არსებული ნაგავმზიდ სპეც – ავტომანქანებთან თავსებადი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კონტეინერის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში.