„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს (შემდეგში ფოთის საკრებულო) საქმიანობა შეაფასა.
ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.
კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით დროის მონაკვეთს.
ძირითადი მიგნებები
- ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;
- ფოთის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
- საანგარიშო პერიოდში ფოთის საკრებულოს სხდომათა (61 სხდომა) ნახევარზე მეტი რიგგარეშე (35 სხდომა) იყო;
- ამავე პერიოდში ფოთის საკრებულომ 90 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 77 დადგენილების ავტორი/ინიციატორი იყო ფოთის მერი, 13 დადგენილებისა კი -საკრებულოს ცალკეული კომისიები;
- ფოთის საკრებულოში პრობლემურია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციის არასრულად შევსება: 17 თანამდებობის პირიდან 5-მა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო;
- ამავე პერიოდში საკრებულოს 5 ფრაქციიდან ინიციატივა მხოლოდ 2-მა წარადგინა “ქართულმა ოცნებამ” და “ფოთმა” (2 წევრი არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, 1 კი ლეიბორისტული პარტიის)” , ფრაქციებს -“ქართული ოცნება კონსტერვატორები”,“ქართულიოცნება -მრეწველები” და “კოლხეთი” (2 წევრი წარმოადგენს “შენების მოძრაობას”, 1 კი “ევროპულ საქართველოს”) საკრებულოსათვის არც ერთი ინიციატივით არ მიუმართავთ;
- ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის პარალელურად, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 560,090 ლარი შეადგინა;
- ფოთის საკრებულოში მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომლის სამოქმედო გეგმა საკრებულომ 2019 წლის 26 ივნისს დაამტკიცა. შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობის ძირითადი ნაწილი წინამდებარე კვლევის საანგარიშო პერიოდის შემდგომ დროზეა გათვლილი;
- საკრებულოს წევრებმა ჯამურად საკრებულოს სხდომები 373-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 341ჯერ არასაპატიო მიზეზით. კომისიების სხდომების გაცდენის 529 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 495-ჯერ არასაპატიო მიზეზით;
- საკრებულოსწევრთაშორისყველაზემეტისხდომა(42სხდომა)არასაპატიომიზეზითფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა აპოლონ ბჟალავამ გააცდინა, კომისიის ყველაზე მეტი სხდომა კი არასაპატიო მიზეზით ფრაქცია “კოლხეთის” თავმჯდომარემ, მაია ჩხარტიშვილმა გააცდინა. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრთა შორის თამარ თოფურია ერთადერთია, რომელსაც კომისიის სხდომები არც ერთხელ არ გაუცდენია.
- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფოთის საკრებულოში გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ 1,921,546 ლარი შეადგინა, პრემიის და სახელფასო დანამატის სახით საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა ჯამში 167,550 ლარი მიიღეს;
- საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფოთის საკრებულომ 34,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 68,303 ლარი შეადგინა, აქედან 14 ტონაზე მეტი (14,131 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით -30,222 ლარი) ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ გახარჯა.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ: