გორის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქში არსებულ მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე 120 000 ლარად ყიდის.
კერძოდ, საქმე ეხება ჭონქაძის ქუჩაზე არსებულ 3 654 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს.
“აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – ირკვევა აუქციონის პირობებიდან.
აუქციონი მიმდინარეა და შესაძლოა მოთხოვნიდან გამომდინარე, მიწის ნაკვეთის ფასი გაიზარდოს. ვაჭრობის ბიჯი 12 000 ლარია.