თელავში, ნაგვის ურნებში საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაწვის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
დღეს, თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ნარჩენებს ცეცხლი დაუდგენელმა პირმა წაუკიდა. გარემოს დაცვის ექსპერტის კახა სუხიტაშვილის თქმით, ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი, როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის საზიანოა.
“ურნები იმიტომ არ არის, რომ შიგნით ნარჩენი დაიწვას. ის მხოლოდ გამოტანილი ნარჩენის დროებითი სათავსოა. მსგავსი ქმედება ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა, მეორეა ეკონომიკური ზიანი, რადგან ურნები ზიანდება და მუნიციპალიტეტის მერია იძულებულია თავიდან შეიძინოს. სწორედ ამის გამო უნდა დაწესდეს შესაბამისი სანქციები, სავარაუდოდ ჯარიმის სახით, რადგან არ შევუქმნათ საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას და არ მივაყენოთ ზიანი გარემოს”, – განუცხადა knews.ge ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში კახა სუხიტაშვილმა.