გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში სკვერი მოეწყობა

351

გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში დასასვენებელი ტერიტორიების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში სოფელ: აძვში, დიდი გარეჯვარში, ერგნეთში, ჯარიაშენში, ქერეშიქვეშსა და მეჯუდისპირში სკვერი მოეწყობა.

ადგილობრივ ხელისუფლებას ამისთვის 85`878 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.