31 აგვისტოს თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა, სერგი გვარჯალაძემ, თანამდებობა დატოვა. როგორც ცნობილია, გვარჯალაძის პოზიცია მერიაში საერთოდ გაუქმდება და მის ფუნქციებს კულტურის საქალაქო სამსახური შეითავსებს. ​ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერის მრჩეველი ღამის ეკონომიკის განვითარების კუთხით თბილისს აღარ ეყოლება. სერგი გვარჯალაძის საქმიანობას ტელეკომპანია მთავარი აჯამებს.  გთავაზობთ სერგი გვარჯალაძის საქმიანობის შეჯამებას: 2018 წლის 7 მარტს მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერმა, კახი კალაძემ ახალი პროექტი დააანონსა. ღამის...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წნორში მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადების მიღება 11 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დაასრულოს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთ მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების ფარგლებში 24 კორპუსში მოეწყობა 500 მრიცხველი, კორპუსების წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400მ. ინდვიდუალური გამრიცხველიანების შემდეგ 1500-მდე ადგილობრივი გაერთიანებული...
ბათუმში კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა მუშაობის განახლების უფლების მოთხოვნით ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ პირველი სექტემბრიდან ისინი სრულ მზადყოფნაში არიან და გათვალისწინებული აქვთ ყველა რეკომენდაცია, რაც პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს. მათი თქმით, გაუგებარია, რატომ არ აქვთ სასწავლო პროცესის განახლების უფლება. „საჯარო ბაღებისგან განსხვავებით, სადაც ჯგუფში 40-45 ბავშვია, ჩვენ 15-16 მოზარდი გვყავს. ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, როგორც ქცევის...
ქობულეთში, მერიის შენობასთან, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში თვითნებურად შესახლებულები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, შენობას მალე დაატოვებინებენ, რადგან აღნიშნული ფართი აქციონის წესით გაიყიდა. აქციის მონაწილეების მტკიცებით, აღნიშნული ფართი ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ შეიძინა. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ აღნიშნული შენობა დაუკანონდეთ ან ალტერნატიული ფართი გადაეცეთ. პროტესტის ნიშნად აქციის ერთმა მონაწილემ საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ რატომ არ იხსნება საბავშვო ბაღები 15 სექტემბერს. მინისტრის მოადგილის თქმით, ბაგა-ბაღების სკოლებთან ერთად გახსნა გარკვეულწილად სარისკოა. გაბუნიას თქმით, საჭიროა, რომ შემზღუდველი ღონისძიებები ეტაპობრივად მოიხსნას. „საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ რეკომენდაციები მოვამზადეთ და გამოვეცით. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენ ეპიდემიის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, არის ეტაპობრივი გახსნა და ეტაპობრივი მოშვება შემზღუდავი ღონისძიებების. სკოლის...
ფოთში შექმნილი დოვლათიდან თვითმმართველობას ავტომატურად უნდა რჩებოდეს მნიშვნელოვანი შემოსავალი და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ქონების გადასახადი, - ნათქვამია გიგა ბოკერიას ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "კიდევ ერთ სამართლიან კრიტიკას მინდა გამოვეხმაურო. ბევრი ადამიანი, მათ შორის კრიტიკულები და კეთილგანწყობილები, მეკითხებიან თუ "რატომ არ გაკეთდა არაფერი ამ მხარეში არცერთი ხელისუფლების დროს". მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ხარისხობრივად...
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” მიერ აჭარაში განთავსებული ბანერი არასახელმწიფოებრივია, თუმცა, “ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია”. ამასთან, ვოლსკის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთიდან ფინანსდება, ეს ამ პარტიის დასასრული იქნება. “ამაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. არ მიმაჩნია, რომ ვითომ პროდასავლური განცხადებების მქონე პარტიებს რაიმე აქვს საერთო პროდასავლურ პოლიტიკასთან. ყველაზე არ...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ისინი პატრიოტთა ალიანსთან კოალიციის შექმნას თეორიულადაც გამორიცხავენ. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი განცახდებით, პარტია ასევე გამორიცხავს ნებისმიერ კოალიციას, როგორც ნაციონალურ მოძრაობასათან, ასევე "მის სატელიტებთან" — ევროპულ საქართველოსთან, გირჩთან თუ ლეიბორისტულ პარტიასთან. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ქართულ ოცნებას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ საზოგადოების მხარდაჭერის საფუძველზე აიღებს ბევრად...
თქვენ არღვევდით კანონს, ეწეოდით მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდით, სცემდით, იტაცებდით საარჩევნო ყუთებს და თურმე ამაში დამნაშავე „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ჩანაწერი „ორწლიანი პატიმრობა“ იყო, - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს, სადაც ამომრჩევნლის მოსყიდვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივაზე მსჯელობდნენ. მისივე თქმით, თუ მმართველ პარტიას სურს რეალური ცვლილებები, მაშინ მხარი არა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივას, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“...
წინა სტატია სისხლის სამართლის კოდექსი 164-ე პრიმა მუხლი პირდაპირ კრძალავს რაიმე ტიპის ქონებრივი უპირატესობის მინიჭებას ამომრჩევლისთვის, ეს არის დანაშაული და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო ინიციატივას, რომლიც თანახმადაც 1000-მდე ადამიანს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანებას ჩამოაწერენ. „თავდაცვის მინისტრი არღვევს კანონს და დაკავებულია სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვით. ამ დავალიანების ჩამოსაწერად მას საკმარისი დრო ჰქონდა არჩევნებამდე, მაგრამ შეგნებულად,...
წინა სტატია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების კანონიერების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს. უწყებაში აცხადებენ, რომ აუდიტის სამსახურმა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წერილით მიმართა. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების აქტიურ მონიტორინგს აგრძელებს. ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ვსწავლობთ დოსიეში ასახულ ინფორმაციებს. მოკვლევა დაწყებულია, მივმართავთ ჩვენი მანდატის ფარგლებში გათვალისწინებულ ყველა აქტივობას“, - განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის...
პარტიამ "სოციალ-დემოკრატები — საქართველოს განვითარებისთვის" მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენა. მიზეზად კი ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმების არგაყოფა დაასახელეს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად, აუცილებელია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები მინიმუმამდე დავიდნენ. ხოლო იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, მათი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო. "თუ გვინდა შევცვალოთ ქართული ოცნების პოლიტიკა და...
წინა სატატია კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. „კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24 საათიან რეჟიმში, 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს...
1 სექტემბრიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ამოქმედდება. „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მომზადდა. კოდექსი საქართველოს პარლამენტმა, მესამე მოსმენით 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო. „იმპლემენტაციის მომზადების ერთწლიან პერიოდში: მუნიციპალიტეტებისთვის მომზადდა ნორმატიული აქტები. შემუშავდა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინაციის ახალი სისტემა. ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტში შეიქმნა ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა მხარდაჭერის...
წინა სტატია საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა, რაც ნიშნავს, რომ 1 სექტემბრიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად იწყება. წელს პირველი შემთხვევა იქნება, როცა არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდება. მოსახლეობას 75-ის ნაცვლად 30 მაჟორიტარის არჩევა მოუწევს, ხოლო პროპორციული სიით დეპუტატების წარმომადგენლობა 75-დან 120-მდე იზრდება. საარჩევნო კოდექსის თანახმად, შემდეგი 60 დღის განმავლობაში პარტიებს უფლება...
აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და უკრაინის საინვესტიციო საბჭოს მდივანი, გიორგი ვარშალომიძე ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს და საქართველოს პარლამენტარობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ის ჯერ კარანტინში იმყოფება, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს. "ზუსტად 2 თვეში ჩვენ უნდა დავამთავროთ რუსული ოცნება. 31 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე", — განაცხადა ვარშალომიძემ. ლევან ვარშალომიძე საქართველოში გუშინ, 30 აგვისტოს...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ