აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და უკრაინის საინვესტიციო საბჭოს მდივანი, გიორგი ვარშალომიძე ბათუმში მაჟორიტარად იყრის კენჭს და საქართველოს პარლამენტარობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მთავარ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ის ჯერ კარანტინში იმყოფება, რომლის დასრულების შემდეგ მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებს.
“ზუსტად 2 თვეში ჩვენ უნდა დავამთავროთ რუსული ოცნება. 31 ოქტომბერი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე”, — განაცხადა ვარშალომიძემ.
ლევან ვარშალომიძე საქართველოში გუშინ, 30 აგვისტოს დაბრუნდა. დაბრუნება და “არჩევნებში წინა ხაზზე ბრძოლა” დააანონსა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც.