ლევან იოსელიანი: თავდაცვის მინისტრი არღვევს კანონს და დაკავებულია ამომრჩევლის მოსყიდვით

929

წინა სტატია

სისხლის სამართლის კოდექსი 164-ე პრიმა მუხლი პირდაპირ კრძალავს რაიმე ტიპის ქონებრივი უპირატესობის მინიჭებას ამომრჩევლისთვის, ეს არის დანაშაული და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, – ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების” ლიდერი ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილის წინასაარჩევნო ინიციატივას, რომლიც თანახმადაც 1000-მდე ადამიანს გორის სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანებას ჩამოაწერენ.

„თავდაცვის მინისტრი არღვევს კანონს და დაკავებულია სწორედ ამომრჩევლის მოსყიდვით. ამ დავალიანების ჩამოსაწერად მას საკმარისი დრო ჰქონდა არჩევნებამდე, მაგრამ შეგნებულად, ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ამ დავალიანების ჩამოწერა ხდება ახლა, მათ თავისუფალ არჩევანზე ზეგავლენის მიზნით” , – აცხადებს ლევან იოსელიანი.