პარტიამ “სოციალ-დემოკრატები — საქართველოს განვითარებისთვის” მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატები არ დააყენა. მიზეზად კი ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმების არგაყოფა დაასახელეს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად, აუცილებელია, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი მოკავშირეები მინიმუმამდე დავიდნენ. ხოლო იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს, არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, მათი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო.
“თუ გვინდა შევცვალოთ ქართული ოცნების პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. მოვუწოდებთ ყველა შეგნებულ მოქალაქეს, ხმა მისცეს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების წინააღმდეგ, რამაც უნდა შეცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი”, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
რაც შეეხება პროპორციულ სიას, პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, მას 14 სექტემბერს წარადგენენ. მისივე მტკიცებით, პარტია მთელ ძალებს პროპორციული სიით მაღალი შედეგების მისაღწევად მიმართავს. აქვე აღნიშნა, რომ სოციალ-დემოკრატები პარლამენტში სერიოზული წარმომადგენლობით მოხვდება და ქართულ პოლიტიკაზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს