დღეიდან კომუნიკაციების კომისია წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს დაიწყებს

397

წინა სატატია

კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს და 50-მდე სამაუწყებლო არხის რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს.

„კომუნიკაციების კომისია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 24 საათიან რეჟიმში, 50-მდე საერთო ავტორიზაციის მქონე მაუწყებელს გაუწევს მონიტორინგს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს,“ – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.