კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა ირმა ინაშვილი არ არის, ირმა ინაშვილი ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ხოშტარია სახელმწიფო უწყებებს საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და რუსეთის კავშირები ცალსახაა.
„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, კრემლის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით...
გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. გასართობი სივრცე ჯამში, 15 მისამართზე განთავსდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ბავშვთა გასართობი ზონა შვიდ მისამართზე მოეწყო, ახლახანს კი, რვა მისამართზე დასრულდა: ზაჰესში, ცქიტიშვილის ქუჩა N35, ავჭალის ქუჩა N27 კორპუსის და აფხაიძის ქუჩა N13-15 კორპუსების, თავისუფლების ქუჩა N10 და N27-52 კორპუსებთან, ზარზმის ქუჩა N5-7კორპუსის, მუხიანის მეორე მიკრორაიონის N22 და...
როდის ამოქმედდება „საქმიანი ეზოები“ ხარაგაულში, - ამ თემაზე ჩემი ხარაგაული წერს.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოდგომიდან ყველაზე დიდი პრობლემა ზამთრისთვის საშეშე მერქანის მოპოვებაა.
პარლამენტის მიერ მაისში მიღებული „ტყის კოდექსის“ თანახმად, მუნიციპალიტეტებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ უნდა შეიქმნას, საიდანაც მოსახლეობა საშეშე და სამასალე მერქანს ხელსაყრელ ფასებში შეიძენს.
ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის, სოსო ფოფხაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქმიანი ეზოების მოწყობა დიდვაკესა და ხევში, სავარაუდოდ, სექტემბრიდან იგეგმება.
სოსო ფოფხაძე...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სესხებზე უსამართლოდ მაღალ პროცენტებს ასახელებს.
ვაშაძის განცხადებით, საბანკო მონოპოლიებმა ფაქტობრივად, ხალხის ძარცვის ხარჯზე დაიწყეს ასტრონომიული ციფრებით მოგების ჩვენება.
„ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, თუმცა „დამსხვრეული ოცნებების“, ივანიშვილის ხელისუფლება არაფერს აკეთებს შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის. ხელთ მაქვს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულება, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ვართ. 2020 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, 220...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღუდუმექეთში ერთ კილომეტრამდე მობეტონებული გზა თითქმის მთელ მონაკვეთზე დაბზარულია. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ეს გზა 2019 წელს სამშენებლო კომპანიამ „გურია-2015“ 76 174 ლარად დააგო.
-ღუდუმექეთში წელს გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებისთანავე უკვე დაგებული გზა მწყობრიდან გამოვიდა, – ამბობენ ღუდუმექეთში მცხოვრებნი, – მაღალგამავლიანი მანქანები გადაადგილდებოდნენ და ბეტონი დაიბზარა. ასე უხარისხოდ გზის გაკეთებას, ჯობდა, საერთოდ არ გაკეთებულიყო.
მოქალაქეებმა რეაგირებისთვის ფარცხნალის თემის...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში – ხარაგაულის #1, წყალაფორეთის, ვარძიის, კიცხისა და ბორითის – გასულ წელს 30 კვტ სიმძლავრის, ქსელში ჩართული, მზის მიკროელექტრო სადგური დამონტაჟდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„ივნისში მზის ამ სადგურმა 522 ლარი ღირებულების 2487 კვტ ელექტროენერგია გამოიმუშავა, – ამბობს ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი, – ეს იმას ნიშნავს, რომ წელიწადში შვიდი ათას ლარამდე ელექტროენერგიას გამოიმუშვებს და ეს ჩვენთვის...
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა საქართველოში ჩამოვიდეს და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს.
„თუ სააკაშვილზე გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ შესაძლებლობა უნდა მიეცეს ჩამოვიდეს ქვეყანაში და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობა მიიღოს. მორჩა და დამთავრდა. მე არ ვარ კომენტატორი, რატომ უნდა გავაკეთო კომენტარის კომენტარი? - წადით და მის პარტიას ჰკითხეთ....
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ახალი პროექტი - "სასტუმროების ხელშეწყბის პროგრამა 2020" წამოიწყო.
პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება.
პროგრამის საშუალებით, იმერეთსა თუ გურიაში მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20-ნომრიანი) განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაეუფლონ ონლაინგაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს.
პროექტის ფარგლებში განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში,ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა...
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დროულად შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს პროტოკოლი, რომლითაც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას აპირებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თენგო თევზაძემ განაცხადა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ფაქტია, რომ არჩევნები ჩვეულ რეჟიმში ვერ ჩაივლის.
„საარჩევნო უბნებზე რიგების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გაიწეროს წესები და პროცედურები....
ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ „სოციალური სამართლიანობისთვის”, სასტუმრო „რედისონში“, პარტიისა და მათი ერთ-ერთი მიმართულების „ნეოსაქართველოს“ პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
როგორც პოლიტიკური მოძრაობის თავმჯდომარე მამუკა ტუსკაძემ პრეზენტაციაზე განაცხადა, „სოციალური სამართლიანობის“ მთავარი დევიზი სოლიდარობა და სამართლიანობა იქნება.
მისივე თქმით, რესურსები, რომლებიც ადამიანებს და ქვეყანას გააჩნია, სწორად უნდა იყოს გადანაწილებული.
„დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც დღეიდან აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენი ერთ-ერთი პროგრამის, „ნეოსაქართველოს“ მიზანია საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიები და ძველი ქართული...
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეკონსტურქცია მიმდინარეობს.
გზის 3,6 კმ-იან მონაკვეთზე დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარისა და გარეგანათების მოწყობა, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა.
პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ცხრაჯვარი საქართველოში ცნობილი ტურისტული ადგილია და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.
წინა სტატია
"ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური ფორმალურ მოკვლევას დაიწყებს და ამას კონკრეტული შედეგი არ ექნება. ბოკუჩავა “პატრიოტთა ალიანსს” “ქართული ოცნების” “რადიკალურ ფრთას” უწოდებს და აცხადებს, რომ მოლოდინი, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში “პატრიოტთა ალიანსი” არჩევნებიდან მოიხსნება, არ არსებობს.
„მე გეტყვით ჩემს მოლოდინს „ქართული ოცნების” რადიკალურ ფრთასთან, „პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებით. ეს არის ის, რომ დაიწყება ფორმალური...
პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1 ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია.
პროტოკოლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების შესვლა-გამოსვლა აიკრძალება. ასევე, დაწესდა შეზღუდვები ბავშვის გამოყვანასთან დაკავშირებით. მშობელი ვალდებულია ბავშვის ბაღიდან გამოყვანისას წინასწარ დაუკავშირდეს ადმინისტრაციას და ითხოვოს, ბავშვი ბაღის შესასვლელთან გაუყვანონ.
სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე ძიძების, ბაღის ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება დაიწყება. დაინერგება ახალი სააღმზრდელო პროგრამა, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაიწერა.
რაც შეეხება ჯგუფებში ბავშვების დასაშვებ რაოდენობას,...
მას შემდეგ რაც "ლაივპრესზე" გამოქვეყნდა მასალა, სათაურით "ზუგდიდის ბიუჯეტს მერის მოადგილის მანქანის შეკეთება 40 ათას ლარზე მეტი უჯდება", რომელიც მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მერიაში განმარტება გააკეთეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ზუგდიდის მერიამ მის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა-შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 238 ათას 726 ლარია.
მერიაში აცხადებენ, რომ სატენდერო დოკუმეტაციაში...
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი მიხეილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურში ''ქართული ოცნების'' მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მისი თქმით, გუშინ დღის ორ საათამდე ხელვაჩაურის მერია პარალიზებული იყო, დაკეტილი იყო თითქმის ყველა კაბინეტი. სამაგიეროდ მმართველი პარტიის ღონისძიებაზე ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 250-კომლიანი სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყლის მოპოვებაა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მთელი სოფელი ერთადერთ წყაროზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, არ აქვთ ამბულატორია, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ მომხდარა სოფლის ინტერნეტიზაცია. მძიმე ვითარებაა საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივაც. ქუჩების ნაწილში ავტომობილები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ გადადგილებას.
მთავრობა არ ვარგა. წყალი არ არის, გზა არ არის, სოფელში მაღაზია...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































