ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ცხრაჯვარის სალოცავთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეკონსტურქცია მიმდინარეობს.
გზის 3,6 კმ-იან მონაკვეთზე დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარისა და გარეგანათების მოწყობა, რკინა–ბეტონის კიუვეტებისა და კედლების მშენებლობა.
პროექტის ღირებულება 2 მლნ ლარია. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ცხრაჯვარი საქართველოში ცნობილი ტურისტული ადგილია და ის ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს.