კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 250-კომლიანი სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყლის მოპოვებაა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, მთელი სოფელი ერთადერთ წყაროზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, არ აქვთ ამბულატორია, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არ მომხდარა სოფლის ინტერნეტიზაცია. მძიმე ვითარებაა საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივაც. ქუჩების ნაწილში ავტომობილები ფაქტობრივად ვერ ახერხებენ გადადგილებას.
მთავრობა არ ვარგა. წყალი არ არის, გზა არ არის, სოფელში მაღაზია არ არის, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციის მონაწილეებს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები შეხვდნენ და არჩევნების შემდგომ პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.
ჩვენ კასპის მუნიციპალიტეტის მერს ვუწოდეთ უსინდისო მერი, რადგან ის არ იცლის სოფლების პრობლემების მოსაგვარებლად, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ ნონიაშვილმა.