მას შემდეგ რაც “ლაივპრესზე” გამოქვეყნდა მასალა, სათაურით “ზუგდიდის ბიუჯეტს მერის მოადგილის მანქანის შეკეთება 40 ათას ლარზე მეტი უჯდება”, რომელიც მომზადდა სატენდერო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, მერიაში განმარტება გააკეთეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ზუგდიდის მერიამ მის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული ავტომობილების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა-შეკეთებაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 238 ათას 726 ლარია.
მერიაში აცხადებენ, რომ სატენდერო დოკუმეტაციაში პრეისკურანტის ღირებულებაა მოცემული, რელურად კი 11 მანქანის შეკეთებაზე ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯება.
“სატენდერო დოკუმენტაციაში არის ერთეულ ფასებზე ვაჭრობა. პრეისკურანტში არის ჩამოთვლილი ყველა დასახელება იმ მომსახურების, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს. რეალურად კი ხელშეკრულების დადება ხდება 30 ათასი ლარის ღირებულების”, – აცხადებენ მერიაში.