”ნაციონალური მოძრაობა” ხელვაჩაურში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

475

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიხეილ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ხელვაჩაურში ”ქართული ოცნების” მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

მისი თქმით, გუშინ დღის ორ საათამდე ხელვაჩაურის მერია პარალიზებული იყო, დაკეტილი იყო თითქმის ყველა კაბინეტი. სამაგიეროდ მმართველი პარტიის ღონისძიებაზე ფართოდ იყვნენ წარმოდგენილი სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.