მცირე და საშუალო სასტუმროებისთვის იმერეთსა და გურიაში ახალი პროგრამა იწყება

411

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მცირე და საშუალო ტურისტული კერძო სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ახალი პროექტი – “სასტუმროების ხელშეწყბის პროგრამა 2020” წამოიწყო.

პირველ ეტაპზე პროექტი იმერეთისა და გურიის რეგიონებში განხორციელდება.

პროგრამის საშუალებით, იმერეთსა თუ გურიაში მცირე და საშუალო ზომის (მაქსიმუმ 20-ნომრიანი) განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შეუძლიათ დაეუფლონ ონლაინგაყიდვების პლატფორმის მართვის უნარ-ჩვევებს.

პროექტის ფარგლებში განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა განივითარონ ცოდნა მომსახურების სფეროში,ტურისტული შეთავაზების უკეთ ფორმირებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით- მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული ვებ-გვერდის booking.com პლატფორმი ს გამოყენებით.

პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა.

პროგრამა ბენეფიციარებს სთავაზობს პროფესიონალი ფოტოგრაფების მხრიდან საიმიჯო ფოტოების მომზადებას, ინდივიდუალურ კონსულტაციას ინტერიერის დიზაინზე, ინდივიდუალურ კონსულტაციას ონლაინპლატფორმაზე ინფორმაციის განთავსების შესახებ, სასწავლო კურსს – ონლაინპლატფორმის მართვის უნარ-ჩვევების შესახებ.

დაინტერესების შემთხვევაში,გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია:  https://forms.gle/tcgaKDFPciKcAN828,”- ნათქვამია განცხადებაში.

​პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების ხელშეწყობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, არსებული შეთავაზების პოპულარიზაცია და გაყიდვების სტიმულირება.