მარნეულის მერიის ახალგაზრდული იდეების კონკურსში 14-მა პროექტმა გაიმარჯვა პროექტის მიზანი მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, გარემოს დაცვა, თანასწორი შესაძლებლობები და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერაა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მერიის ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტმა მარიამ ტყეშელაშვილმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში ოცზე მეტი განაცხადი მიიღეს.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ტიპის პროექტების მიღება გავაკეთეთ და ჩვენთვის ძალიან...
ბოლნისის სოფელ მამხუტში შიდა საავტომობილო გზის კეთილმოწყობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. ამის შესახებ ტვ4 წერს.
სოფელში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის მოწყობის მე-2 ეტაპი. 1100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე ბეტონის გზა უკვე დაიგო. ამ ეტაპზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზის სანიაღვრე ქსელის მოწყობას ახორციელებს.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს, საერთო ღირებულებით 800 000 ლარი.
სოფელ მამხუტში გზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2019 წელს განხორციელდა.
საავტომობილო...
გორში, "ლომჭაბუკის" სკვერში მოქალაქეები ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ფაქტის ამსახველი ფოტოები ფოტოგრაფმა კახაბერ ქარელიძემ გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სკვერის ტერიტორიაზე, საგამოფენო სივრცის კედლის ნაწილზე მოქალაქეებმა წითელი ფერის წარწერა გააკეთეს, დააზიანეს, ასევე, ინფრასტრუქტურაც.
ხელოვნების სახლის კედელზე წითელის ფერის წარწერა გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე წაშალეს.
შეგახსენებთ, რომ "ლომჭაბუკის" სკვერის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა. სამუშაოები ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდა.
წინა სტატია
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, თავდაცვის სამინისტროს მიერ მოქალაქეების ნაწილისთვის სამხედრო ჰოსპიტალის დავალიანების ჩამოწერა, წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მძიმე სოციალური პირობებით მანიპულაცია და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.
საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ინიციატივა შეუმსუბუქოს მოქალაქებს ფინანსური წნეხი მისასალმებელია, თუმცა, არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს.
"მინისტრს ამის გაკეთება კენჭისყრის დღის შემდეგაც შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ამ ინიციატივის...
წინა სტატია
კითხვა მაქვს კალაძესთან და მერიასთან - ევროპის რომელ ნორმალურ ქალაქში დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისეთი გამაოგნებელი სახეობა როგორიც მიკროავტობუსია? - პარტია "მოქალაქეები" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში კომპანია Hyundai-ს დისკვალიფიკაცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ამჟამად “ჯი-თი მოტორსის” წინადადებას განიხილავს, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას...
წინა სტატია
აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობაზე საბოლოო ნებართვის გასაცემად, გარემოს დაცვის სამინისტროში დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 50 მილიონიან პროექტის მშენებლობა დაიწყება, თუმცა, პარალელურად, გარემოსდამცველებს პროექტთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
აბასთუმნის შემოვლით გზაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეუ გრუპი“ სამუშაოების დაწყებისთვის შესაბამის „დავალების წერილს“ ელოდება. დოკუმენტი მან საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან უნდა მიიღოს, რადგან შემსყიდველი...
ადიგენის საკრებულოში, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, სადაც „ევროპელების“ დეპუტატები ერთიანდებოდნენ, გაუქმდა. მისმა წევრებმა პარტია შეიცვალეს და ახალი ფრაქცია, სახელწოდებით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ჩამოაყალიბეს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ ინფორმაცია ცნობად ადიგენის საკრებულომ 1-ელი სექტემბერის სხდომაზე მიიღო: „მივიღეთ ცნობად და აქვთ გარკვეული ვადა, რომ წარმოადგინონ ცნობები შესაბამისი პარტიულობით ანუ რომელი პარტიის სახელიც დაირქვეს. ამჟამად დოკუმენტების ამზადებს...
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველ სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი ყველა - 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში (გარდა №31 ახალგორის, №85 ლიახვისა და №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიებისა) გამოცხადდა.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური სახით 2020 წლის 2-დან...
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების თაობაზე მმართველი გუნდის კანონპროექტი რაციონალურია, ოპოზიციის ინიციატივა კი ირაციონალური.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს პრევენციული ეფექტი ექნება.
„ადამიანები დაინახავენ, რომ გამკაცრებულია რეგულაცია, მათ შორის სანქციის ნაწილში. ამას, ბუნებრივია, ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი. აქ რაზე ვსაუბრობთ, არც ვიცი. დანარჩენი არის სპეკულაციები ოპიზიციის მხრიდან. როდესაც მკაცრდება დისპოზიცია და მკაცრდება სანქცია, ამას აქვს პრევენციული ეფექტი....
გურჯაანში პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა. მათი წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ და საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ. ვინ არიან „ევროპული საქართველოსა“ და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და რა პრობლემების მოგვარებას პირდებიან ამომრჩევლებს? - თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კახეთის 2 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა "ევროპულმა საქართველომ.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა...
საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვე დარჩა. 31 ოქტომბერს მოსახლეობა ახალ პარლამენტს აირჩევს. პროპორციული სისტემით კახეთის 8 მუნიციპალიტეტს 2 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყეს. ვინ არიან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და რას პირდებიან ამომრჩეველს? ამ თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
"ქართულმა ოცნებამ" კახეთის 2 ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები აგვისტოში წარადგინა.
თელავში, ახმეტაში, ყვარლისა და ლაგოდეხში "ოცნების" მაჟორიტარობის...
,,ლელოს“ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე რაიონის ორგანიზაციის წევრზე, მანანა სულთანიშვილზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და მანანა სულთანიშვილმა მათი ვინაობა გაასაჯაროვეს, ვინც „ლელოს“ ჩუღურეთის ორგანიზაციის წევრზე ზეწოლა მოახდინა. მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევა თბილისის საკრებულოს წევრის, რიმა ბერაძის და „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების - მაკა სამნიაშვილის და ქეთი ღვინიაშვილის...
„ნაციონალური მოძრაობა” პლენარულ სხდომაში, სადაც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს უყრიან კენჭს, მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი პარტიის წევრები მონაწილეობას არ მიიღებენ იმ პლენარულს სხდომაში, სადაც „საარჩევნო კოდექსის” ცვლილებები უნდა დაამტკიცონ, რადგან, მისი შეფასებით, მთავრობის კანონპროექტი არაფერს ცვლის.
„არ ვაპირებთ, „ქართულ ოცნებას” შევუქმნათ კომფორტი, რომ ის ცვლილებები, რომელიც წარმოადგინეს და რეალურად არაფერს ცვლის, ვაქციოთ ლეგიტიმურ საკითხად და მონაწილეობა...
მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძე დიდუბის საარჩევნო კომისიაში, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.
როგორც ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, მმართველი პარტია მის ოლქში საარჩევნო კამპანიას არ ატარებს და შეუძლებელია მხოლოდ „აბრებიდან და ტელევიზორის მესიჯებიდან მოიგოს არჩევნები.“
,,დღეს დილით დავარეგისტრირე ჩემი კანდიდატურა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. მე ვარ დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი და ჩვენთვის ეს პროცედურა არის გართულებული. დღეიდან ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმისათვის, რომ...
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლად აშენებული სკოლის შენობა დაათვალიერა.
„სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ვეწვიე სოფელ ეწერის საჯარო სკოლას, რომლის მშენებლობა უკვე დასრულდა. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან თანამედროვე გარემოში. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია უკვე დაასრულა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.
„აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































