გორში, “ლომჭაბუკის” სკვერში, ინფრასტრუქტურა დააზიანეს

593

გორში, “ლომჭაბუკის” სკვერში მოქალაქეები ინფრასტრუქტურას აზიანებენ. ფაქტის ამსახველი ფოტოები ფოტოგრაფმა კახაბერ ქარელიძემ გაავრცელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სკვერის ტერიტორიაზე, საგამოფენო სივრცის კედლის ნაწილზე მოქალაქეებმა წითელი ფერის წარწერა გააკეთეს, დააზიანეს, ასევე, ინფრასტრუქტურაც.

ხელოვნების სახლის კედელზე წითელის ფერის წარწერა გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე წაშალეს.

შეგახსენებთ, რომ “ლომჭაბუკის” სკვერის რეაბილიტაცია გასულ წელს დასრულდა. სამუშაოები ევროკავშირის გრანტის ფარგლებში განხორციელდა.