საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

410

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველ სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი ყველა – 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში (გარდა №31 ახალგორის, №85 ლიახვისა და №86 ზემო აფხაზეთის საოლქო საარჩევნო კომისიებისა) გამოცხადდა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური სახით 2020 წლის 2-დან 3 სექტემბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე);
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
  • უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, რომელთა ასლების შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს);
  • ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);
  • კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება);
  • ორი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3X4;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.

საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

განკარგულება №68/2020

კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტურ თანამდებობებზე