გურჯაანში პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა. მათი წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ და საკუთარ საარჩევნო პროგრამას აცნობენ. ვინ არიან „ევროპული საქართველოსა“ და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და რა პრობლემების მოგვარებას პირდებიან ამომრჩევლებს? – თემაზე სიუჟეტს გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
კახეთის 2 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე წარადგინა “ევროპულმა საქართველომ.
გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საარჩევნო ოლქში “ევროპული საქართველოს” კანდიდატად კახეთის ყოფილი გუბერნატორი და გურჯაანის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი დასახელდა.
თელავში, ახმეტაში, ყვარლისა და ლაგოდეხში კი – ასევე კახეთის ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ახლადშექმნილმა პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის ერთი კადიდატი წარადგინა. გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის საარჩევნო ოლქში კენჭს ეკატერინე ქვლივიძე იყრის. ის წარმოშობით საგარეჯოდანაა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მფრინავი ქალია.