ანა დოლიძე: მაჟორიტარ კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას

439

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძე დიდუბის საარჩევნო კომისიაში, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით განაცხადი შეიტანა.

როგორც ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, მმართველი პარტია მის ოლქში საარჩევნო კამპანიას არ ატარებს და შეუძლებელია მხოლოდ „აბრებიდან და ტელევიზორის მესიჯებიდან მოიგოს არჩევნები.“

,,დღეს დილით დავარეგისტრირე ჩემი კანდიდატურა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. მე ვარ დამოუკიდებელი, უპარტიო კანდიდატი და ჩვენთვის ეს პროცედურა არის გართულებული. დღეიდან ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმისათვის, რომ მე ოფიციალური კანდიდატი გავხდე და ვიწყებთ ზეაქტიურ მუშაობას პოლიტიკური კამპანიის მხრივ. მე ვარ არაპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მინდა, როგორც პოლიტიკოსს, შევქნა პოლიტიკური სამყარო, სადაც გადავაბიჯებთ იმას, თუ ვინ არის „ნაციონალი“, ვინ არის „ქოცი“ და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ადარდებს ხალხს. მოსახლეობა ვეღარ თვლის გია ვოლსკის კონკურენტად, ის დიდუბის ამომრჩეველს წლობით არ უნახავს. მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიას არ ატარებს, მივდივარ ეზო-ეზო და ხალხი ამბობს, სად არის ეს კაცი? არ შეიძლება მხოლოდ აბრებიდან და ტელევიზორის მესიჯებიდან მოიგო არჩევნები. „ქართული ოცნება“ ისევ აპირებს სიებით, კანონგარეშე მოქმედებას. ეს არის ხალხი, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ ნორმათა ერთობლიობას,“ – აღნიშნა ანა დოლიძემ.