ელისაშვილი: ევროპის რომელ ქალაქში დადის ტრანსპორტის ისეთი გამაოგნებელი სახეობა როგორიც მიკროავტობუსია?

549

წინა სტატია

კითხვა მაქვს კალაძესთან და მერიასთან – ევროპის რომელ ნორმალურ ქალაქში დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისეთი გამაოგნებელი სახეობა როგორიც მიკროავტობუსია? – პარტია “მოქალაქეები” თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანიამ დედაქალაქისთვის 300 ახალი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ 30-მილიონიან ტენდერში კომპანია Hyundai-ს დისკვალიფიკაცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო და ამჟამად “ჯი-თი მოტორსის” წინადადებას განიხილავს, რომელიც დედაქალაქს Ford Transit-ის მარკის მიკროავტობუსების მიწოდებას სთავაზობს.

„თბილისის მერი გულაჩუყებული გვიხსნიდა ჭავჭავაძის გამზირზე მტკივნეული გადაწყვეტილება კი მივიღე, მაგრამ თუ გვინდა ევროპული ქალაქი, ასეთი მტკივნეული ნაბიჯები უნდა გადავდგათო. პოსტსაბჭოთა ქალაქების გარდა, მითხარით ერთი ევროპული ქალაქი მაინც, სადაც დადის ტრანსპორტი, რომელსაც ფიქსირებული გაჩერება არ აქვს და სადაც ხალხი წიხლითაა შეტენილი? ასევე, რატომ ყიდულობს მერია 30 მილიონად მიკროავტობუსებს კერძო კომპანიისთვის? იმიტომ ხომ არა, რომ “შპს თბილისის მიკროავტობუსის”​​ მფლობელი ხვიჩა მაქაცარია და კალაძე დიდი ხნის ბიზნესპარტნიორები არიან, “ყაზტრანსგაზის” ყიდვა-გაყიდვიდან მოყოლებული? სულ ის მახსენდება თბილისის მერი ხელფასს რომ არ იღებს. წესით, სუს-ის ანტიკორუფციული ამ ამბით უნდა ინტერესდებოდეს“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.