ცესკო, 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა საქართველოს მოქალქეებს 18 წლის ასაკიდან შეუძლიათ. მსურველებმა პირადად ან ელექტრონული ფორმით, 9 სექტემბრის ჩათვლით განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.
საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების მიზნით 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 657 საარჩევნო უბნისთვის გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსები.
„საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესი წარიმართება...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რიგით 83-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროში საზეიმოდ გახსნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
თეა წულუკიანის განცხადებით, დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეცამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს შაშიანში, ყვარელწყალში, ნუკრიანში, შილდაში, კაბალში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, სანიორეში, წნორში, კაჭრეთში, ახალსოფელსა და უდაბნოში.
"საზოგადოებრივი ცენტრი დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების – ზემო და ქვემო...
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროექტი "თელავური შემოდგომა" დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათს და კვირას თელავის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყობა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
შაბათ-კვირას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მეწარმეების, ფერმწერების, ხელნაკეთი ნივთების ავტორების და დეკორატორების ნამუშევრები გამოიფინა.
ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა დარგში გამართულ მასტერკლასებში, უფასოდ დაეგემოვნებინათ ტკბილეული და ბიო ღვინო.
ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და მუსიკალური...
წინა სტატია
ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავამ ნაცატუელების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები ცდილობენ, მოსახლეობა გამოიყენონ ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რისი მაგალითიც დღეს ნახეს.
მისივე თქმით, რაც შეეხება უშუალოდ სოფელში გზის პრობლემას, ეს საკითხი შესწავლილია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
ფარულავას განმარტებით, სოფელ ნაცატუში გზის საფარის დაგება წელს ვერ მოხერხდება. გიგა ფარულავას თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოხრეშვა, ხოლო 2021...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა წელიწადში 6 თვით გარესამყაროს წყდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
700 კომლიან სოფელში ამის მიზეზი ის ერთდერთი გზაა, რომელიც რელიეფური მდებარეობის გამო, ნაადრევად დიდთოვლობისას იკეტება. ადგილობრივები გამოსავალს, ალტერნატიული, მუხურა-მუჯირეთის 7 კილომეტრიანი გზის მოწყობაში ხედავენ.
თეიმურაზ ქურციკიძის ოჯახი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მუხურაში ცხოვრობს და გზის ჩაკეტვის შედეგად შექმნილ პრობლემებს ხშირად აწყდება.
"ერთი წლის წინ, თებერვალში, დედა ავად გახდა. დიდი...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საგანგაშოდ მივიჩნევთ პანკისის სათემო რადიო / Radio Way-ს და მისი დამფუძნებლის გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიასა და მუქარის შემცველ განცხადებებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება და უზრუნველყოს მედიის საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„5 სექტემბერს პანკისის სათემო რადიომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, კერძოდ, მუქარის გამო, მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, პანკისის...
ხარაგაულში 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე ატრაქციონის მოწყობა იგეგმება. ამ მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ქუთაისში მოქმედი შპს „ჯთ დიზაინ მეტალი“ ამ სამუშაოს შესრულებას 46 850 ლარად გეგმავს. ტენდერი მუნიციპალიტეტს 50 ათას ლარზე ჰქონდა გამოცხადებული.
კომპანიასთან ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება. ატრაქციონის მოწყობა ხარაგაულში ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში უნდა...
წინა სტაატია
ზუგდიდის მერიაში დასრულდა სოფელ ნაცატუს მცხოვრებთა და მერის მოდგილე, გიგა ფარულავას შეხვედრა. ერთ-ერთი მონაწილის, ჯულიეტა აბულაძის თქმით, კონკრეტული შედეგის გარეშე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლისგან როგორც ადრე, ახლაც იგივე პასუხი მოისმინეს, რომ გზა მოიხრეშება და ბავშვებს სკოლაში გადაადგილების პრობლემები არ შეექმნებათ, თუმცა, ბეტონის გზა 2021 წლამდე არ ექნებათ. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
"ეს არ არის ის გზა, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ბეტონს...
ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.
ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ბერი გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის და სიმონიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 404 403 83 ლარს შეადგენს.
ჩვენ სამინისტროსგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა 2008 წლის შედეგად დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხში, – ამის ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამინისტროსთან გამართული სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებაში კატეგორიის ფორმულირებასა და კრიტერიუმების დადგენას.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, რომლებიც...
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმსა და ქობულეთში სწავლა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში არა 15 სექტემბერს, არამედ 1 ოქტომბერს დაიწყება.
პრემიერის განცხადებით, მანამდე მოსწავლეები და სტუდენტები ბათუმში დისტანციურად ისწავლიან.
„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება, იქნება დისტანციურად, პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი...
გზის, სასმელი წყლისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ ქობულეთში, სოფელ კვირიკეში. ჭონქაძეების ქუჩაზე მცხოვრები 11 ოჯახი ამბობს, რომ უამინდობის დროს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ, იტბორება საკარმიდამო ნაკვეთებიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ საპროექტო დოკუმენტაციის შეძენის შემდეგ ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მოხდება, მიმდინარე წელს კი გზის საფარს მძიმე ტექნიკით მოასწორებენ.
უწყების ინფორმაციით, აჭარის წყლის ალიანსი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გეგმავს...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „თანამედროვე ხელოვნების ცენტრი თბილისისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ბოლნისის რესურსების რუკის“ პრეზენტაცია შედგა.
„ბოლნისის რესურსების რუკის“ ავტორებმა, ივანე ერისთავმა და ლაზარე გობეჯიშვილმა საზოგადოებას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. პრეზენტაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი დაესწრო.
„ბოლნისის რესურსების რუკა“ წარმოადგენს ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების შესახებ ტურისტულ საინფორმაციო პლატფორმას, რომელიც რეგიონით დაინტერესებულ ადამიანებსა და სხვადასხვა ჯგუფს...
სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, თოკების პარკი, ზიპლაინი და ღია ბაზრობა საზეიმოდ გაიხსნა.
წლის ბოლომდე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ ისიამოვნოს სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით – „თოკების პარკით”, 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინით. აქვეა ღია ბაზრობა – ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა.
გახსნის ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტს მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე...
2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა.
აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგისტრაცია 14 პარტიამ გაიარა. მათ რეგისტრაციისთვის 4 დღე ჰქონდათ.
7-ის დოკუმენტაცია კი ჯერ განხილვის პროცესშია. რეგისტრირებულ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის საშუალებაც აქვთ. პარტიული სიის შედგენის წესში კი წელს ცვლილებები შევიდა, კერძოდ, სიის ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა,...
უსკოს 6 ძირითად წევრს პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული 6 დროებითი წევრი დაემატა, რომელთა უფლებამოსილების ვადა არჩევნების დანიშვნიდან ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობამდე განისაზღვრება. კომისიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის განკარგულებით განსაზღვრა პარტიული სიის ფორმა. პარტიული სიების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ოქტომბერი.
„საარჩევნო სუბიექტებმა უსკოს თავმჯდომარეს უნდა წარმოუდგინონ პარტიული სიები, რომლის შემდგომაც იწყება პარტიული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































