ოზურგეთში, გზისა და ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

390

ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დღეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა.

ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე ბერი გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩის და სიმონიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისა და ტროტუარების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტს შ.პ.ს „პალადა“ ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 404 403 83 ლარს შეადგენს.