უსკოში უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის განაცხადების წარდგენა დასრულდა

369

2020 წლის 31 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციისათვის უსკოში განაცხადების წარდგენის პროცესი დასრულდა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგისტრაცია 14 პარტიამ გაიარა. მათ რეგისტრაციისთვის 4 დღე ჰქონდათ.

7-ის დოკუმენტაცია კი ჯერ განხილვის პროცესშია. რეგისტრირებულ პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის საშუალებაც აქვთ. პარტიული სიის შედგენის წესში კი წელს ცვლილებები შევიდა, კერძოდ, სიის ყოველი მე-4 განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრობის თითოეულმა კანდიდატმა, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა უნდა წარადგინოს.

დარეგისტრირებულს შორისაა: „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ და „პატრიოტთა ალიანი“ რომლებმაც კომისიაში საკუთარი წევრები უკვე დანიშნეს.