პროექტი “თელავური შემოდგომა” დაიწყო

652

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროექტი “თელავური შემოდგომა” დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათს და კვირას თელავის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის აქტივობა მოეწყობა. ამის შესახებ სპექტრი წერს.

შაბათ-კვირას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი მეწარმეების, ფერმწერების, ხელნაკეთი ნივთების ავტორების და დეკორატორების ნამუშევრები გამოიფინა.

ღონისძიების ფარგლებში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა დარგში გამართულ მასტერკლასებში, უფასოდ დაეგემოვნებინათ ტკბილეული და ბიო ღვინო.

ღონისძიება ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და მუსიკალური ბენდის ,,ღამურები,, კონცერტმა დაასრულა.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, პროექტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.