სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, თოკების პარკი, ზიპლაინი და ღია ბაზრობა საზეიმოდ გაიხსნა.
წლის ბოლომდე ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ ისიამოვნოს სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციებით – „თოკების პარკით”, 130 მეტრი სიგრძის ზიპლაინით. აქვეა ღია ბაზრობა – ადგილობრივი მეწარმეებისთვის პროდუქციის გაყიდვა-პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის, პარკირება/ავტოკემპინგის ზონა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ფრინველებზე დაკვირვების პლატფორმა.
გახსნის ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტს მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი მოეწყო პროექტის ფარგლებში ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’, რომლის ღირებულება 80 000 ლარს შეადგენს, განხორციელდა საქართველოს მთავრობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) – ფაზა 2-ის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.