ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელი მუხურა წელიწადში 6 თვით გარესამყაროს წყდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.
700 კომლიან სოფელში ამის მიზეზი ის ერთდერთი გზაა, რომელიც რელიეფური მდებარეობის გამო, ნაადრევად დიდთოვლობისას იკეტება. ადგილობრივები გამოსავალს, ალტერნატიული, მუხურა-მუჯირეთის 7 კილომეტრიანი გზის მოწყობაში ხედავენ.
თეიმურაზ ქურციკიძის ოჯახი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მუხურაში ცხოვრობს და გზის ჩაკეტვის შედეგად შექმნილ პრობლემებს ხშირად აწყდება.
“ერთი წლის წინ, თებერვალში, დედა ავად გახდა. დიდი თოვლი იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ. 15 წუთში დამირეკეს და მითხრეს, რომ ტყიბულის ერთ-ერთ ცენტრალური ქუჩის ზემოთ ვეღარ მოდიან. მოვიძიე კერძო მანქანა და ისე წავიყვანე საავადმყოფოში. ასეთი შემთხვევები ხშირია. ამ სოფელში ადამიანების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დგას”, – ამბობს ადგილობრივი.
სოფელში არც მაღაზიაა და არც აფთიაქი. ამის გამო მოსახლოება მედიკამენტებს და საკვებს შეძლებისდაგვარად იმარაგებს.
“ერთ მეზობელს აქვს პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები, მაგრამ მარაგი მასაც ხომ ეწურება? როცა გზა იკეტება, სოფლის ტრანსპორტიც ვერ დადის. მუხურა-მუჯირეთის გზით რაიონულ ცენტრამდე რომელიმე ერთი მეზობელი მიდის, მედიკამენტებს და საკვებსაც ვაბარებთ და მოაქვს. ბუნებრივია, ყოველდღე ცენტრამდე სოფლიდან ასეთ დროს ვერავინ წავა,” – ამბობს სოფლის მკვიდრი.
უგზოობის გამო სოფელს ადგილობრივებიც ტოვებენ. საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელში 2002 წელს 2 250 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს მათი რაოდენობა თითქმის განახევრდა და 1412 გახდა.
ცოტნე აბესაძე ამბობს, რომ მუხურაში ზამთარში ძირითადად მოხუცები რჩებიან:
„იმის გამო, რომ თვეობით სოფელი იკეტება, ახალგაზრდები ნაკლებად რჩებიან”.
„იმის გამო, რომ თვეობით სოფელი იკეტება, ახალგაზრდები ნაკლებად რჩებიან”.
პრობლემების გადასაჭრელად სოფელში ახალგაზრდებმა ახალგაზრდული მოძრაობა ,,ძლიერი მუხურა” შექმნეს. ორი წელია ისინი გზის პრობლემის მოგვარებას, ალტერნატურლი, მუხურა-მუჯირეთის 7 კილომენტრიანი გზის მოწყობით, ადგილობრივ თვითმმართველობასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითერების სააგენტოს სთხოვენ.
“3-დან 4 მილიონამდე ჯდება გზის გაკეთებაო. ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არისო, გვპასუხობენ,” – ამბობს ცოტნე აბესაძე.
ტყიბულის მერიაში ამბობენ, რომ სოფლამდე მისასვლელი გზის პრობლემა არ არსებობს. გზა იშვიათად, დიდთოვლობისას, რამდენიმე დღე იკეტება. ტყიბულის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზაზა ზოსიაშვილის თქმით, ალტერნატიურლი გზის მოსაწყობად კი, თანხა ბიუჯეტში არ აქვთ, რადგან გზის რეაბილიტაცია დააახლოებით 5-6 მილიონ ლარამდე ჯდება.
,,მივმართეთ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც და გვითხრა, რომ სამინისტროს მიერ გამოყოფილ ბიუჯეტში გავითვალისწინოთ, მაგრამ ძვირადღირებულია და არ ვიცით მომავალი წლის ბიუჯეტში როგორ გავითვალისწინებთ. ჯერჯერობით. გადაწყვეტილება მიღებული არაა,“ – თქვეს მერიაში.
ახალგაზრდული მოძრაობის წევრები პრობლემის მოგვარებას ამჯერდ აქციით შეეცდებიან.