სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში სტუდენტების დაფინანსების საკითხს განიხილავენ

304

ჩვენ სამინისტროსგან მივიღეთ სრული მხარდაჭერა 2008 წლის შედეგად დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების საკითხში, – ამის ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამინისტროსთან გამართული სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებაში კატეგორიის ფორმულირებასა და კრიტერიუმების დადგენას.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს სხვადასხვა საკითხი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერას ემსახურება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სოციალური პროგრამა ყოველ სასწავლო წელს ხორციელდება, რომლის ფარგლებში სტუდენტები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით ფინანსდებიან. 2020-2021 სასწავლო წლისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში, დაფინანსების მოსაპოვებლად რეგისტრაცია სექტემბერში გამოცხადდება და დაფინანსების მსურველები განაცხადების შემოტანას სწორედ ამ დროიდან შეძლებენ.