შემდეგი სტატია
ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან იზღუდება.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.
დღეს სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაწყებულია მოსახლეობის ტესტირება.
არანაირი პირობა ცხოვრებისთვის, - ასე აფასებენ სოფელში არსებულ საერთო ვითარებას ზარდიაანთკარის მაცხოვრებლები. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მათი განმარტებით, აგვისტოს ომის კვალი სოფელს დღემდე ატყვია.
"საერთო გაჭირვებაა. მთელ შიდა ქართლში ყველაზე გაჭირვებული სოფელია ალბათ ესაა. დასასვენებელი ადგილები აქ არ არის, სახლების რეაბილიტაცია აქ არ ჩატარებულა და ვართ ასე უყურადღებოდ დარჩენილები. მოვლენ, რაღაცეებს დაგვპირდებიან და მერე აღარავის ვახსოვართ", - ამბობს ზარდიანთკარის მკვიდრი...
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულ მანქანას გასულ წელს, 2019 წლის 22 ივლისს, 26 მაისის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, რის შემდეგაც ის საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტომ შპს "გორი სიტის", რომლის საკუთრებაშიც არის აღნიშნული საჯარიმო სადგომი, 2 000 ლარი გადაუხადა. საფასურში შევიდა ეკიპაჟის გამოძახების, საჯარიმო ადგილამდე ავტომობილის გადაყვანის და დგომის დღეების ღირებულება.
აღნიშნული მანქანა საჯარიმო სადგომზე...
ქართული ოც"ოცნების" შემწირველთა კომპანიამ, შპს "ბორანმა" თერჯოლაში, ზესტაფონსა და ბაღდათში 11 მილიონი ლარის, სულ კი 25 მილიონზე მეტის ტენდერები მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაპროექტი "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს შპს "ბორანის" სამმა მფლობელმა "ქართულ ოცნებას" 40,000 ლარი შესწირა, რის შემდეგაც უკონკურენტოდ 2 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციით 5.5 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო.
"ბორანს" ჯამში 25 მილიონზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული, აქედან...
ხელისუფლებამ კოვიდ-ინფექცია საუკეთესო პოლიტიკურ პარტნიორად გაიხადა და მას საარჩევნო პროცესების მართვის ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტად იყენებს - ადამიანებში ინერგება შიში და განცდა, რომ ჯანდაცვის სექტორი ვეღარ უმკლავდება ათეულობით შემთხვევებს.
„ლელო“ მოითხოვს ჯანდაცვის სექტორის მიერ, უსწრაფესად იქნას შემუშავებული კონკრეტული გაიდლაინები, რათა არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში, როგორც საერთაშორისო საზოგადოებას, ისე მოსახლეობას არ ჰქონდეს შიშისა და გაურკვევლობის განცდა პროცესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
„ლელო საქართველოსთვის“ მოსახლეობის, პოლიტიკური...
200-ლარიანი დახმარებების დარიგების პიკზე „ქართული ოცნების“ რეიტინგი 37-38 %-ს არ აღემატება, მანამდე კი, მხოლოდ 22% იყო, - ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
დავით ჭიჭინაძე სრულიად განსხვავებული კვლევების გამოქვეყნებას აანონსებს.
„ჩვენც ვატარებთ კვლევებს, სადაც სულ სხვა ციფრებია. 200-ლარიანი დახმარებების დარიგების პიკზე, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 37-38%-ს არ აღემატება, მანამდე კი, მხოლოდ 22% იყო. „ევროპულ საქართველოს“ კი, თბილისის რიგ უბნებში, პულსი...
ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალი დაზუსტდა, სადაც 2020 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
აკრძალულია :
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სახელმწიფო უსაფრთხოების, დაზვერვის სამსახურების შენობებზე, საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზე, ირ.აბაშიძის გამზირზე კინო „სულიკოდან“ „ავტოქარხნის“ გზაგამტარ ხიდამდე, ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის...
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ "სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგების" ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს ჩატარებული მონიტორინგის შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდა, რაც ძირითადად შეეხო აღსაზრდელთა ჯანსაღ, დაბალანსებულ და ასევე, სპეციალურ კვებით საჭიროებებს. თუმცა საბავშვო ბაღებში კვლავ რჩება მთელი რიგი პრობლემები.
არასაკმარისი ფართის გამო, შეზღუდულია ბავშვების საჭიროებები. განსაკუთრებით, არასტანდარტულ შენობებში განთავსებულ საბავშვო ბაღებში.
54% -ს სჭირდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
საბავშვო ბაღები არ არის...
„ლელოს“ სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელის გივი ჯულაყიძის მანქანა დააზიანეს. მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.
როგორც „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე აცხადებს, „ლელოს“ წევრის ავტომობილის დაზიანება მმართველი გუნდის მიერ მისი დაშინების მცდელობაა. მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
„სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელს დილით მანქანის საქარე მინა ჩამსხვრეული დახვდა. ადგილზე მისულებმა გამოვიძახეთ საპატრულო ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები. ვიყავით დაკითხვაზე, სადაც ჯულაყიძემ მისცა ჩვენება და ახლა ველოდებით გამოძიების...
წინა სტატია
ზუგდიდში „ლელოს“ შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძეს ბრალდებებს უპასუხეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ფაცაცია ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც შეხვედრაზე მივიდნენ, არ უჩხუბიათ და ხაზარაზესთან მხოლოდ კითხვები ჰქონდათ. მისივე თქმით, ეს ადამიანები ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო მაგალითები და ჩვენი დროის გმირები არიან. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.
„ბატონი მამუკა ხაზარაძე რა გაუკვირდა მე ვერ მივხვდი....
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გრძელდება კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების შექმნა. ამ დროისთვის, ნუცუბიძის N179-ში პროექტი უკვე დასრულდა, ჭავჭავაძის N 83-ში კი - მიმდინარეობს.
პროექტებით, შემოღობილ სივრცეებში გათვალისწინებულია სხვადასხვა საპარკე ავეჯის, დასასვენებელი პავილიონის დამონტაჟება, საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა ატრაქციონებით, განათების და სარწყავი ქსელების გაყვანა, ყვავილების და ბალახის დარგვა.
"მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო მოედნების საფუძველზე ეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზესტაფონში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და კვალითის დასახლებაში - მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
აღნიშნულ 3 კმ-იან საავტომობილო გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ეზოში შესასვლელები და გარე განათება. ასევე, მოხდება ტროტუარების და სანიაღვრეების მოწესრიგება.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულ გზაზე გადაადგილება...
წინა სტატია
დადიანების ეზოში 9 სექტემბერს გამართულ „ლელოს“ საარჩევნო შეხვედრაზე დაპირისპირება მოხდა. ეროვნული მოძრაობის წევრები პოლიტიკური გაერთიანების ლიდერებთან პრეტენზიებით მივიდნენ. მათ შორის იყვნენ მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. უწყების ცნობით, მომხდარის შესწავლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, ხულოგნობის მუხლით მიმდინარეობს.
„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა. მათ "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ეროვნული მოძრაობის წევრების...
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „გირჩი“ ღია და დახურული ტიპის, ხალხმრავალი შეხვედრების მოწყობას გეგმავს.
როგორც პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასეთი შეხვედრები, გარდა ამომრჩეველთან შეხვედრისა, შესაძლოა მოიცავდეს მუსიკის მოსმენას, სიმღერას, ალკოჰოლის მიღებას, კერძების დაგემოვნებას და ა.შ.
პარტიაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთი შეხვედრების ორგანიზებაში ხელის შეშლა აღქმული იქნება, როგორც წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ...
პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია განზრახ აჭიანურებს დროს და მის პარტიას საარჩევნო ნომერს არ ანიჭეს, რაც მათ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად წარმართვაში ხელს უშლის.
ელისაშვილის განმარტებით, მისმა პარტიამ ნომრის მინიჭების თაობაზე ცესკო-ს 11 აგვისტოს მიმართა, თუმცა საარჩევნო კომისიისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„ჩვენი ხელისუფლება და მისი ყურმოჭრილი დანამატი ცესკო ყველანაირ უკადრებელ წვრილმან ვირეშმაკობას მიმართავენ, რომ ჩვენ...
სტატიის გაგრძელება
პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, არ დატოვებენ მათი პოლიტიკური ძალის მიმართ გამოხატულ აგრესიას უყურადღებოდ. მამუკა ხაზარაძემ პარტიის ზუგდიდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენისას, დადიანების ეზოში „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების დახმარებით სცადა პროვოკაციის მოწყობა.
როგორც პარტიის ლიდერმა განმარტა, მათ მოახდინეს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც 9 სექტემბერს მომხდარ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას.
მანვე აღნიშნა, რომ ამ პირების უმრავლესობა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































