ქართული ოც”ოცნების” შემწირველთა კომპანიამ, შპს “ბორანმა” თერჯოლაში, ზესტაფონსა და ბაღდათში 11 მილიონი ლარის, სულ კი 25 მილიონზე მეტის ტენდერები მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას მედიაპროექტი “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს შპს “ბორანის” სამმა მფლობელმა “ქართულ ოცნებას” 40,000 ლარი შესწირა, რის შემდეგაც უკონკურენტოდ 2 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციით 5.5 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო.
“ბორანს” ჯამში 25 მილიონზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული, აქედან უკონკურენტოდ – 11 მილიონის, ხოლო კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე – 6 მილიონის.
მხოლოდ თერჯოლამ, ბაღდათმა და ზესტაფონმა კომპანიას ჯამში 11 მლნ ლარზე მეტი გადაუხადეს, როცა მათი წლიური ბიუჯეტები სულ 10.1 მლნ, 6.7 მლნ და 16.4 მლნ ლარია.
“შპს “ბორანი” თერჯოლაში რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც 2011 წლიდან 125 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, 65 კი გამარჯვებით დასრულდა. შპს “ბორანის” მეწილეები “ქართული ოცნების” შემომწირველები არიან. ამირან ჩხიკვაძე 20,000 ლარით, გიორგი აბულაძე და მელანო უკლება 10 000-10 000 ლარით. სამივე მათგანმა ერთ დღეს, 11.09.2017 გადაურიცხეს მმართველ პარტიას დასახელებული თანხები,”- ნათქვამია კვლევაში.
https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2752378188370947