ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გრძელდება კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების შექმნა. ამ დროისთვის, ნუცუბიძის N179-ში პროექტი უკვე დასრულდა, ჭავჭავაძის N 83-ში კი – მიმდინარეობს.
პროექტებით, შემოღობილ სივრცეებში გათვალისწინებულია სხვადასხვა საპარკე ავეჯის, დასასვენებელი პავილიონის დამონტაჟება, საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა ატრაქციონებით, განათების და სარწყავი ქსელების გაყვანა, ყვავილების და ბალახის დარგვა.
“მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო მოედნების საფუძველზე ეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 364 000 ლარს შეადგენს”, – აცხაებენ თბილისის მერიაში.