გორის კეთილმოწყობის სააგენტოს მანქანას ავარია მოუვიდა – საჯარიმოდან გამოყვანა 2 000 ლარი დაჯდა

1057

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოსთვის სარგებლობის უფლებით გადაცემულ მანქანას გასულ წელს, 2019 წლის 22 ივლისს, 26 მაისის სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, რის შემდეგაც ის საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

სააგენტომ შპს “გორი სიტის”, რომლის საკუთრებაშიც არის აღნიშნული საჯარიმო სადგომი, 2 000 ლარი გადაუხადა. საფასურში შევიდა ეკიპაჟის გამოძახების, საჯარიმო ადგილამდე ავტომობილის გადაყვანის და დგომის დღეების ღირებულება.

აღნიშნული მანქანა საჯარიმო სადგომზე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა.