არანაირი პირობა ცხოვრებისთვის, – ასე აფასებენ სოფელში არსებულ საერთო ვითარებას ზარდიაანთკარის მაცხოვრებლები. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
მათი განმარტებით, აგვისტოს ომის კვალი სოფელს დღემდე ატყვია.
“საერთო გაჭირვებაა. მთელ შიდა ქართლში ყველაზე გაჭირვებული სოფელია ალბათ ესაა. დასასვენებელი ადგილები აქ არ არის, სახლების რეაბილიტაცია აქ არ ჩატარებულა და ვართ ასე უყურადღებოდ დარჩენილები. მოვლენ, რაღაცეებს დაგვპირდებიან და მერე აღარავის ვახსოვართ”, – ამბობს ზარდიანთკარის მკვიდრი ციცინო ელიკაშვილი.
მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, ზარდიაანთკარში ამჟამად 29 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც 2008 წლის შემდეგ საკუთარ სოფელში ყველაზე გვიან შევიდნენ. მათ, ვისი სახლიც ომის დროს დაიწვა, კომპენსაცია მიიღო და სოფელი დატოვა.