ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან იზღუდება.
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი მაქარაშვილის ინფორმაციით, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.
დღეს სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაწყებულია მოსახლეობის ტესტირება.