გორში, სარეკლამო ბილობორდების დიდი ნაწილი გაქირავებულია. მმართველი გუნდის კანდიდატის საარჩევნო ბილბორდი ყველა დიდ ქუჩაზეა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ოპოზიციიდან ბილბორდი მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს ერგო.
"ჩვენ მხოლოდ სამი ადგილი ვნახეთ, რომელიც ცარიელი იყო. დანარჩენი ადგილები მმართველი გუნდის კანდიდატს ეკუთვნის," - აცხადებს ბადრი ბასიშვილი, რომელიც გორი-კასპის ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია.
ერთ ბილბორდს არ იყენებს "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატი ლევან თარხნიშვილი. შტაბის...
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილის ზაზა პროკოპენკოს მამის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში, ეჭვებს აჩენს პროცესის კანონიერებაზე, - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.
" ხუტა პროკოპენკომ 2019 წლის ივნისიდან დღემდე, ცხრა გამარტივებული შესყიდვიდან 41 049 ლარი მიიღო, ერთი მოგებული ტენდერიდან კი 3,240 ლარი ჩაერიცხა", - აცხადებს არჩილ თოდუა.
"გამჭვირვალობის" ცნობით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მასთან სატრანსპორტო მომსახურებაზე 22...
ცესკოში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, ცესკოში რეგისტრაცია 13-მა საარჩევნო სუბიექტმა გაიარა.
საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის...
ხარაგაულში, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, მიხეილ გელაშვილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 38 ათას 657 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა.
ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ შესყიდვებს 1 თვის განმავლობაში დამატებით 35,228 ლარის ხელშეკრულების გაფორმებმა მოჰყვა.
"საკრებულოს ყოფილი წევრი (ქართული ოცნებიდან) 2020 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში როგორც ინდ.მეწარმე, ხოლო რეგისტრაციიდან ორ დღეში 2020 წლის 18 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მასთან მან 38,657...
წინა სტატია
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია არავის კერძო საკუთრებას არ ეხება და კერძო საკუთრება დღეს არის ხელშეუხებელი. მისივე თქმით, მუნიციპალური ინსპექცია მიტაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟს კანონის ფარგლებში ახორციელებს.
მისი თქმით, დედაქალაქში ბევრი ისეთი ლოკაციაა, სადაც მიწების უკანონოდ მიტაცება და შემდგომში პატარა ნაგებობების განთავსება ხდება, იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიწების დაკანონება მოხდეს.
„ჩვენ არავის კერძო საკუთრებას არ შევხებივართ....
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმერეთის მუნიციპალიტეტების იურიდიულ პირებში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც. 2017 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის იმერეთის 10 მუნიციპალიტეტის 114 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა 1470-ით, ხოლო სახელფასო, საავტომობილო, სატელეკომუნიკაციო, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯი 10 335 851 ლარით გაიზარდა და 37,180,329 ლარი შეადგინა. ამის შესახებ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს.
ორგანიზაციის...
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოების ჩაატარება დაიწყო.
სპეციალური ხსნარებით უკვე დამუშავდა ახმეტაში მრავალბინიანი საცხოვრებლების სადარბაზოები, ავტოსადგური და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
დეზინფექცია ჩაუტარდა სოფელ მატნის ამბულატორიას, მატნის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიას, მრავალბინიანი საცხოვრებლის სადარბაზოებსა და სოფელ მატნის შესასვლელსა და გასასვლელში განთავსებული ბლოკპოსტების მიმდებარე ტერიტორიას.
ბათუმის საგზაო მოძრაობის სქემაში ცვლილებები შედის. სიახლე პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდება, თბილისის მოედნიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე. ორმხრივი მოძრაობა შენრჩუნდება ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე , ხოლო გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ზუბალაშვილის ქუჩის კვეთამდე მიმართულებით მოეწყობა ავტობუსისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლი.
ცალმხრივად იქნება დასაშვები გადაადგილება გორგილაძეზე. ხოლო შუქნიშნით რეგულირებადი გზაჯვარედინი მოეწყობა გრიბოედოვისა...
კვლავ ჩაკეტილია ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზა ფუშრუკაულის მონაკვეთზე. ტერიტორიაზე ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია.
ადგილობრივები ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებიან, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სამუშაოებს კომპანია "იმერმშენი“ აწარმოებს.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობს შემოვლითი გზა და სამუშაოებიც საკმაოდ მასშტაბურია, გზის ჩაკეტვა აუცილებლობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, ვინაიდან პროექტის მიხედვით გზაზე გაბიონიც უნდა მოეწყოს. მათივე განმარტებით, გზაზე ხვალ დილიდან მოძრაობა აღდგება.
ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე, იქ სადაც გზები მოსაწესრიგებელია ბეტონის საფარს აგებენ. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები 41 მისამართზე მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში გზების მოსაწესრიგებლად ტენდერი უკვე გამოცხადდა.
პარალელურად, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სვიმონ კანანელის ქუჩაზე წყალარინების ახალ ქსელზე ინდივიდუალური დაერთების სამუშაოები დასრულდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმება არასერიოზულია. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიცია სახლობანას თამაშობს.
“არანაირი ზედმეტი შეფასება არ უნდა ამას. ახლა დაიწყეს სახლობანას თამაში, რომ მათ აქვს რაღაც შანსები, რაც გამორიცხულია. მათივე კვლევებითაც კი გამორიცხულია, რომ მათ ჰქონდეთ რაღაც შანსები. რაც არ უნდა დაიწყონ სახლობანას თამაში და ჩამოწერონ ვინ პრემიერი იქნება, ვინ სუს-ს გააუქმებს და ვინ სასამართლო სისტემას,...
დმანისში, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე მომხდარ თავდასხმაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს მამუკა მდინარაძე და ამბობს, რომ "საკითხავია, რატომ მალავდნენ ოპონენტები ამ ფაქტს 5 დღე". ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
"ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს "თითქოს ვინმე იჩაგრება", სინამდვილეში კი მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საშუალება აქვს თანაბარ და მშვიდ გარემოში ჩაატაროს წინასაარჩევნო შეხვედრები და კამპანია.
შეგახსენებთ, რომ დმანისში კახა...
მოსახლეობა იმდენად მძიმე კრიზისშია შესული, რომ მკაფიო დაკვეთაა ცვლილებებზე, წინსვლაზე და უკეთესობაზე. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ვეღარც ფქვილით, ვეღარც კარტოფილით და ვეღარც ზეწოლით მოსახლეობის მოსყიდვა ამ არჩევნებზე ვერ მოხდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ამომრჩევლების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა და ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობა იმ ხერხების ჩამონათვალია, რომელსაც „ქართული ოცნება“ არჩევნების მოსაგებად...
წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ გახშირებულ ძალადობის ფაქტებს უმრავლესობაში ეხმაურებიან და ოპონენტებს შსს-სკენ ამისამართებენ. "ქართული ოცნება" არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ძალადობრივი გარემოა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ოპონენტებს დღეს ცესკოც შეახსენა:
დაასახელონ კანონის კონკრეტული ნორმა, რა ირღვევა.... მიმართონ ცესკოს, გაასაჩივონ თუ რამეს არ ეთანხმებიან, ამისი ბერკეტები არსებობს, - ამბობს ოხანაშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ რაც უფრო მოახლოვდება 31 ოქტომბერი, სიტუაციაც უფრო გამწვავდება და ხელისუფლებისგან წახალისებული ე.წ....
"მე არ დამავალოთ არაფერი", – ასე ეხმაურება "გირჩის" ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიას, რომელსაც "დაავალე მიშა" ჰქვია.
https://www.facebook.com/zurabj/posts/10157858538033925
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხალხის მიერ მიცემული დავალებები პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა და "თავად მოგახსენებთ თავის გეგმას, როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს დაგროვილი არის მოსახლეობაში".
“ეს გულისმობს შემდეგს ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებას ხელისუფლების...
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მთავრობა ინტენსიურად მუშაობს იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც მოქალაქეებს სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით დაწესებული შეზღუდვების გამო შეექმნათ. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რადგან ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ეს თემები სპეკულირების საგანი არ უნდა გახდეს.
„რაც შეეხება იმ შეზღუდვებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დავაწესეთ, განსაკუთრებით სოციალურ ღონისძიებებთან მიმართებით, ბუნებრივია, ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ამ ინდუსტრიაში იყვნენ ჩართულები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































