ბათუმის საგზაო მოძრაობის სქემაში ცვლილებები შედის. სიახლე პროექტ „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჭავჭავაძის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა შენარჩუნდება, თბილისის მოედნიდან 26 მაისის ქუჩის კვეთამდე. ორმხრივი მოძრაობა შენრჩუნდება ასევე ბარათაშვილის ქუჩაზე , ხოლო გორგილაძის ქუჩის კვეთიდან ზუბალაშვილის ქუჩის კვეთამდე მიმართულებით მოეწყობა ავტობუსისათვის გამოყოფილი სპეციალური სავალი ზოლი.
ცალმხრივად იქნება დასაშვები გადაადგილება გორგილაძეზე. ხოლო შუქნიშნით რეგულირებადი გზაჯვარედინი მოეწყობა გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში.