კვლავ ჩაკეტილია ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზა ფუშრუკაულის მონაკვეთზე. ტერიტორიაზე ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია.
ადგილობრივები ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილდებიან, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სამუშაოებს კომპანია “იმერმშენი“ აწარმოებს.
კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან არ არსებობს შემოვლითი გზა და სამუშაოებიც საკმაოდ მასშტაბურია, გზის ჩაკეტვა აუცილებლობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს, ვინაიდან პროექტის მიხედვით გზაზე გაბიონიც უნდა მოეწყოს. მათივე განმარტებით, გზაზე ხვალ დილიდან მოძრაობა აღდგება.