“მე არ დამავალოთ არაფერი”, – ასე ეხმაურება “გირჩის” ლიდერი, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე, “ნაციონალური მოძრაობის” კამპანიას, რომელსაც “დაავალე მიშა” ჰქვია.
მე არ დამავალოთ არაფერი
Posted by Zurab Girchi Japaridze on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2020
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, ხალხის მიერ მიცემული დავალებები პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა და “თავად მოგახსენებთ თავის გეგმას, როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს დაგროვილი არის მოსახლეობაში”.
“ეს გულისმობს შემდეგს ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებას ხელისუფლების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისგან რა მოლოდინი აქვს, რა მოლოდინი აქვს ჩვენი პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები შემოივლიან ყველა სოფელს, რაიონს, შეხვდებიან თითოეულ ამომრჩეველს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას.
ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სწორედ ეს თქვენი რჩევები იქნება მთავარი გზამკვლევი. ეს დავალებები გადაეცემა მიხეილ სააკაშვილს და ის ავად მოგახსენებთ გადაჭრის გზებზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქარველო, ძლიერი ოჯახებით. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა პროცესში,“ – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.