ხარაგაულში, საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, მიხეილ გელაშვილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 38 ათას 657 ლარის გამარტივებული შესყიდვა გაუფორმა.
ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” აქვეყნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნულ შესყიდვებს 1 თვის განმავლობაში დამატებით 35,228 ლარის ხელშეკრულების გაფორმებმა მოჰყვა.
“საკრებულოს ყოფილი წევრი (ქართული ოცნებიდან) 2020 წლის 16 ივნისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში როგორც ინდ.მეწარმე, ხოლო რეგისტრაციიდან ორ დღეში 2020 წლის 18 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მასთან მან 38,657 ლარიანი, 23 ივნისს 15,728 ლარიანი, ხოლო 10 ივლისს 19,500 ლარიანი ხელშეკრულებები გააფორმა. შესაბამისად არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჯერ კიდევ ინდ. მეწარმედ რეგისტრაციამდე იყო მისთვის ცნობილი აღნიშნული ხელშეკრულებების მიღების შესაძლებლობა, რისთვისაც ფორმალურად აუცილებელი იყო ინდ. მეწარმის სტატუსი ჰქონოდა.”
საკრებულოს ყოფილმა წევრს ხარაგაულის სხვადასხვა სოფლებში გარეგანათებებისა მოწყობა და საუბნო გზების შეკეთება (მოხრეშვა), წყლის სისტემების მოწყობა, სოფელში სკვერისა და ავტობუსის გაჩერებების, აგრეთვე ბაგა ბაღის ეზოში ინვენტარის მოწყობის სამუშაოების შესრულება დაევალა.
ხარაგაულის მერიაში საკრებულოს ყოფილ წევრთან ხელშეკრულებების გაფორმებაში პრობლემას ვერ ხედავენ. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსის ზურაბ იჩქიტიძის თქმით, ხელშეკრულებები სოფლის მხარდაჭერის პროექტების ფარგლებში გაკეთდა, მეწარმეს კი რეკომენდაცია მერის წარმომადგენლებმა გაუწიეს.
,,თუ არ უნდა გაკეთდეს არაფერი სოფლებში, გზა არ უნდა გაკეთდეს, ხიდი და ა.შ. არ ვიცი. წინა წლებში ხშირი იყო შემთხვევა, როცა ასრულებდნენ ხელშეკრულების პირობებს, ან არაჯეროვნად ასრულებდნენ.
ჭიანურდებოდა სამუშაოები და მოსახლეობამდე ვერ მიდიოდა ის სიკეთეები. ამ მეწარმეს, ჩემი ინფორმაციით, უკვე დასრულებული აქვს რამდენიმე პროექტი და მასაც მერის წარმომადგენლებმა გაუწიეს რეკომენდაცია.”
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხარაგაულში 166 მცირე პროექტი დაფინანსდა.
https://www.facebook.com/squanderdetector/posts/2756884877920278