წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ გახშირებულ ძალადობის ფაქტებს უმრავლესობაში ეხმაურებიან და ოპონენტებს შსს-სკენ ამისამართებენ. “ქართული ოცნება” არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ძალადობრივი გარემოა.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ოპონენტებს დღეს ცესკოც შეახსენა:
დაასახელონ კანონის კონკრეტული ნორმა, რა ირღვევა…. მიმართონ ცესკოს, გაასაჩივონ თუ რამეს არ ეთანხმებიან, ამისი ბერკეტები არსებობს, – ამბობს ოხანაშვილი.
ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ რაც უფრო მოახლოვდება 31 ოქტომბერი, სიტუაციაც უფრო გამწვავდება და ხელისუფლებისგან წახალისებული ე.წ. ზონდერები, ოპონენტებზე თვდასხმებს მოუხშირებენ.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის ყოფილი წევრის, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს დმანისში თავს დაესხნენ.
ფაქტი მობილურით გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს.
თავდამსხმელთა ვინაობა ცნობილია. გუშინვე დასახელდა ორი გვარი – ასლანიშვილი და ოკმელაშვილი.