დმანისში, კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერებზე მომხდარ თავდასხმაში პოლიტიკურ მოტივს ვერ ხედავს მამუკა მდინარაძე და ამბობს, რომ “საკითხავია, რატომ მალავდნენ ოპონენტები ამ ფაქტს 5 დღე”. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
“ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციას სურს წარმოაჩინოს “თითქოს ვინმე იჩაგრება”, სინამდვილეში კი მისივე თქმით, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საშუალება აქვს თანაბარ და მშვიდ გარემოში ჩაატაროს წინასაარჩევნო შეხვედრები და კამპანია.
შეგახსენებთ, რომ დმანისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და ამის ამსხვალი ვიდეომასალაც არსებობს. დღეს კი “ოცნების” ადგილობრივი მაღალჩინოსანი “მთავარის” გადამღეჯ ჯგუფს დაესხა თავს და ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა.