ცესკოში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია დასრულდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, ცესკოში რეგისტრაცია 13-მა საარჩევნო სუბიექტმა გაიარა.
საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, ჯამში – 254 საარჩევნო უბანზე.